Magdalena Posted July 4, 2022 Posted July 4, 2022 გამოფენა CES 2022-ზე კომპანია Samsung-მა პირველად წარადგინა გეიმინგ პლატფორმა Gaming Hub და პირობა დადო, რომ მას რჩეულ სმარტ-ტელევიზორებსა და მონიტორებზე მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე აამოქმედებს. ამჟამად ზოგიერთ მომხმარებელს უკვე შეუძლია სერვისის უპირატესობებით სარგებლობა. ფოტოს წყარო: Samsung დასახელების შესაბამისად Gaming Hub წარმოადგენს ციფრულ ჰაბს, რომელიც აერთიანებს ერთდროულად რამდენიმე გეიმინგ და სტრიმინგ სერვისს, როგორც ფასიანს, ასევე უფასოს. გეიმინგ სერვისები, როგორიცაა Xbox xCloud, NVIDIA GeForce Now, Google Stadia, Utomik - ახლა უკვე ხელმისაწვდომია და მათ მალე შეუერთდება Amazon Luna. გარდა ამისა, პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოიყენონ YouTube, Spotify და Twitch. ჯერჯერობით სერვისზე წვდომა მიიღეს Samsung-ის მოწყობილობების მქონე მომხმარებლებმა აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ კორეიდან. Gaming Hub მხარდაჭერილია 2022 წლის გარკვეულ მოდელებზე, მათ შორის Neo QLED ტელევიზორებსა და Smart Monitor სერიებზე. Samsung-ის Xbox-თან თანამშრომლობის შესახებ ადრევე ითქვა, Microsoft-ის პლატფორმა ხელმისაწვდომია ცალკეულ რეგიონებში და მისი მოქმედება ეტაპობრივად გაფართოვდება - Xbox Game Pass Ultimate-ის მფლობელები, რომლებიც Samsung-ის ახალ ტელევიზორებს ფლობენ, ათეულობით თამაშზე მიიღებენ წვდომას. პორტალ Sammobile-ის ინფორმაციით გამოწერის გარეშე უფასოდ შესაძლებელი იქნება Fortnite-ის თამაში. 2021 წლის მოდელებთან შედარებით Samsung-ის ახალი სმარტ-ტელევიზორები და მონიტორები უზრუნველყოფენ სიგნალის უფრო სწრაფ დეკოდირებას და ბუფერიზაციის ოპტიმიზებულ მართვას, რაც იწვევს შეყოვნების 30%-ით შემცირებას, ნათქვამია გამოცემაში. გარდა ამისა, გამოსახულების მასშტაბირების უახლესი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გაიზარდოს თამაშების გაფართოება 4K და 8K-მდე ზუსტი ფერების და სიმკვეთრის შენარჩუნების პირობებში. http://tinyurl.com/4j9un8rc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.