Jump to content

TSMC-ს სურს შეწყვიტოს ჩიპების დამზადება 28-ნანომეტრიანზე უფრო ძველი ტექნოპროცესებით


Recommended Posts

ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ბოლომდე არ არის ნათელი იმის გათვალისწინებით, რომ ძველ ტექნოლოგიური წარმოების სტანდარტებზე დიდი მოთხოვნაა და იკავებს მრეწველობისთვის წარმოებული ჩიპების ლომის წილს. 

უახლესი 5- და 3-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარების წარმოების პროცესის სტანდარტები ამჟამად ძირითადი ყურადღების ცენტრშია, თუმცა მწარმოებლები აგრძელებენ ძველი და ნაკლებად დახვეწილი ჩიპების ტექნოლოგიის სტანდარტების გამოყენებას. მაგრამ დრო გვიჩვენებს, რომ თანდათან საჭიროა უარის თქმა მოძველებულ ტექნოლოგიებზე. 

image.jpeg 

TSMC-იმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არ გაზრდის წარმოების სიმძლავრეს 28-ნანომეტრიანზე ძველი ტექნოპროცესების გამოყენებით. კომპანიას მოუწევს დაარწმუნოს თავისი მომხმარებლები, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ 40- ან 65-ნანომეტრიან ტექნოლოგიებს - გადავიდნენ უფრო ძვირადღირებულ 28-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელიც კომპანიის ძირითადი ტექნოპროცესი გახდება. 

პერსონალური კომპიუტერების, გეიმინგ კონსოლების და სმარტფონების უახლეს პროცესორებში გამოიყენება ყველაზე მჭიდრო და ძვირადღირებულ საწარმოო პროცესებ, როგორებიცაა 8- და 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიები. სამომავლო მოწყობილობები, როგორიცაა AMD-ის RDNA 3 GPU, გამოიყენებენ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, TSMC კი ამჟამად მუშაობს 3-და 2-ნანომეტრიან  სტანდარტებზე სამომავლო პროდუქტებისთვის. 

შედარებით დაბალი სიმძლავრის მოწყობილობების ჩიპებში, როგორებიცაა ეკრანები, საავტომობილო კომპიუტერული სისტემები, მოდემები, მიკროკონტროლერები ან კონტროლის სისტემები, გამოიყენება იაფ და საიმედო 28-, 40- და 65-ნანომეტრიანი ტექნოლოგიებ. ზრდასრული კვანძები შეადგენენ ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების, მათ შორის TSMC-ის, შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს. 

ტაივანური კომპანია აფართოებს თავის შესაძლებლობებს 22- და 28-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის, მაგრამ ბიზნესის განვითარების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Kevin zhang განაცხადა, რომ ეს გავლენას არ მოახდენს 40-ნანომეტრიან და უფრო ძველ პროდუქტებზე. პროდუქტების ახალ კვანძებში გადატანა გაზრდის სიმძლავრეს და ეფექტურობას, მაგრამ გააძვირებს მათ. Zhang-მა აღნიშნა, რომ TSMC იმუშავებს სხვა კომპანიებთან, რათა ხელი შეუწყოს ახალ ტექნოლოგიებზე ადასვლას, თუმცა არ დააკონკრეტა როგორ მოხდება ეს.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.