Jump to content

გამოჩნდა პირველადი მონაცემები მობილური AMD Ryzen 7000 (Dragon Range/Phoenix) პროცესორების შესახებ


Recommended Posts

AMD ამზადებს პროცესორ Raphael-ის უმცროს ვარიანტს ლეპტოპებისთვის. ის გახდება 16 ბირთვიანი Intel Alder Lake-HX დესკტოპ პროცესორების კონკურენტი, რომლებიც გადაკეთებულია მობილური BGA სოკეტზე. ასეთ მოდელებში აქცენტი კეთდება ცენტრალური პროცესორის მუშაობაზე გრაფიკული ბირთვების რაოდენობის საზიანოდ. 

image.jpeg 

AMD Dragon Range სერია განკუთვნილი გეიმინგ ლეპტოპებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დისკრეტულ ვიდეო დაფას. ორი გამომთვლელი RDNA2 ბლოკი არ იძლევა თანამედროვე თამაშებისთვის საკმარის სიჩქარეს, რაც უნდა დაკომპენსირდეს ვიდეო დაფის მეშვეობით. 

მოსალოდნელია პროცესორების ოთხი მოდელის გამოსვლა. ფლაგმანური Ryzen 9 7980HX იქნება 16-ბირთვიანი, რაც რეკორდი იქნება AMD-ის მობილური პროცესორებისთვის. 12-ბირთვიანი 7900HX იქნება Ryzen 9 სერიის მორიგი წარმომადგენელი. 8-ბირთვიანი და 6-ბირთვიანი 7800HX და 7600HX საშუალო სეგმენტს მიეკუთვნებიან. ყველა მათგანში წარმოდგენილი იქნება ორი გამომთვლელი RDNA2 ბლოკი. აჩქარებისას ტაქტის სიხშირეები შეადგენს 4.805 გჰც-ს და შესაძლოა, მეტს. 

AMD Phoenix განსხვავდება Dragon Range პროცესორებისგან. უცვლელი რჩება არქიტექტურა Zen4 x86, თუმცა წარმოდგენილი იქნება ბირთვების განახევრებული რაოდენობა უფრო მძლავრ Dragon-თან შედარებით. Phoenix-ის შემთხვევაში ფსონი იდებ გაცილებით დაბალ ენერგომოხმარებასა და უფრო მძლავრ გრაფიკაზე.  

image.jpeg 

Phoenix ჩიპების TDP-ის დიაპაზონია 35-45 ვატი და ისინი განკუთვნილია თხელი და მსუბუქი გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მათში წარმოდგენილი იქნება ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Dragon Range-თან შედარებით განახლებული RDNA3 არქიტექტურით. გრაფიკული პროცესორის ბირთვების რაოდენობა ექვსჯერაა გაზრდილი Dragon-თან შედარებით, ე.ი. მათში მოცემულია 12 (6 WorkGroup პროცესორი), რაც ჯამში 1536 ნაკადურ პროცესორს იძლევა.  

სევე ცნობილია, რომ iGPU-ის ტაქტის სიხშირე შესაძლოა იყოს 2.6-3 გჰც, რაც უზრუნველყოფს თეორიულ მაქსიმალურ 9.2 ტერაფლოპს წარმადობას. ადრე ითქვა, რომ Phoenix-ის გრაფიკა პოზიციონირებს Nvidia RTX 3060 Max-Q-ს დონეზე. შედეგად პროცესორები უფრო შესაფერისი გახდება დისკრეტული ვიდეო დაფის არმქონე ლეპტოპებში გეიმინგისთვის. 

image.jpeg 

მ სერიაშიც შევა ოთხი მოდელი: Ryzen 9 7980HS, 7900HS, Ryzen 7 7800HS და Ryzen 5 7600HS. HS მოდელებს ექნება იმდენივე ბირთვი, რამდენიც Ryzen 6000 Rembrandt-ს, თუმცა მათში წარმოდგენილი იქნება უახლესი არქიტექტურა და უკეთესი გრაფიკა. 

image.jpeg 

გამოქვეყნდა ამ ჩიპის სავარაუდო დიზაინი. ეს APU იქნება AMD-ის პირველი ჩიპლეტი ლეპტოპებისთვის, რომელშიც მოცემული იქნება Zen4 მოდულები, RDNA3 და, სავარაუდოდ, Infinity Cache მეხსიერება, წერს Videocardz. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.