Jump to content

არტურ ჰეიესი Bitcoin-ის ფასის კორექციის გაგრძელებას პროგნოზირებს


Recommended Posts

image.png 

უახლოეს მომავალში პოზიციების იძულებითი ლიკვიდაცია Bitcoin-ის ფასზე შემდგომ ზეწოლას მოახდენს. ეს აზრი გამოთქვა ბირჟა BitMEX-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეისმა. 

მან ყურადღება გაამახვილა 24.500 BTC-ის ლიკვიდაციაზე კანადური Purpose Bitcoin ETF-ის (BTCC) მიერ 17 ივნისის საღამოს, ვაჭრობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე. 

„დარწმუნებული არ ვარ, როგორ გამოისყიდიან ისინი, მაგრამ ეს არის ბევრი ფიზიკური Bitcoin-ის გაყიდვა მოკლე დროში“, - განაცხადა ექსპერტმა. 

შაბათ-კვირას, როდესაც ფიატ არხები დაიხურა, BTC-ის ფასი დაეცა 17.600 აშშ დოლარამდე ვაჭრობის მაღალი მოცულობის გამო, აღნიშნა ჰეისმა. თითქმის 20%-იანი ვარდნის შემდეგ ბაზარი სწრაფად გაიზარდა უკვე მცირე მოცულობით.  

კრიპტო კრედიტორების მიერ რისკის მართვის ცუდი მდგომარეობისა და ზედმეტად გულუხვი პირობების გათვალისწინებით ველით BTC-სა და ETH-ის იძულებით გაყიდვებს“ - დაწერა ჰეიესმა. 

თუმცა იგი თვლის, რომ ეს ვითარება გამოცდილ ინვესტორებს მისცემს შესაძლებლობას - იყიდონ „მონეტები მათგან, ვინც იძულებულია გაყიდოს ფასის მიუხედავად“. 

მანამდე Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის დაბრუნება 20 ათას აშშ დოლარზე მაღლა არ ნიშნავს, რომ ის ფსკერიდან ამოვიდა. მისი აზრით კრიპტოვალუტა 5000 აშშ დოლარიან დონეს გატესტავს. 

DoubleLine Capital-ის ხელმძღვანელმა ჯეფრი გუნდლამა განაცხადა, რომ მას არ გაუკვირდება Bitcoin-ის კურსის 10 000 აშშ დოლარამდე დაცემა. 

აპრილში ჰეისმა ივარაუდა ბაზრის მოსალოდნელი კრახი წლის პირველი ნახევრის ბოლომდე. მას სჯეროდა, რომ ამ მომენტისთვის Bitcoin და Ethereum ჩამოვიდოდა 30 ათას და 2500 აშშ დოლარიან დონეებზე, შესაბამისად. 

მაისში წამყვანი კრიპტოვალუტებისოტირებები ამ ნიშნულებს ქვემოთ დაეცა. 

ივნისის დასაწყისში ჰეისმა გააცხადა, რომ Bitcoin-მა, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად იყიდებოდა, მიაღწია მიმდინარე ციკლის ფსკერს. 

2021 წელს Purpose Bitcoin ETF გახდა პირველი საბირჟო Bitcoin-ფონდი, რომელმაც მიიღო თანხმობა კანადის მარეგულირებლისგან. 

Link to comment
Share on other sites

კი კორექციაც იქნება კიდე საკმაოთ დიდხანს ალბათ და შეიძლება უფრო სერიოზულათაც დაეცეს ბიტკოინის კურსი, ნუ რაც პირველათ დააგდეს ჯერ კურსი 26000$ და მოგვიანებით უკვე 17700$ წინა ვიკენდზე მაგის შემდეგ ძირითადათ უფრო ორშაბათ-სამშაბათს ძლიერდებოდა კურსი, დანარჩენ დღეებში ან რეზკათ ეცემოდა ან დიდათ აღარ იზრდებოდა საერთოდ და იყო გაჩერებული ერთ ადგილზე, ეგ კაკრაზ სერიოზულ კრიზისზე მიგვითითებს, თამაშობენ უფრო კურსის სხვაობაზე კვირაში ერთხელ, მეტს როგორც ჩანს ვეღარ ასწრებენ ან არც ჭირდებათ ამ ეტაპზე, ყველაზე კარგი პერიოდია უფრო შაბათისთვის აიღო კოინები და ასე სამშაბათისკენ გაყიდო ან ორშაბათ შვადღის შემდეგ სადღაც, გააჩნია მანამდე რა ხდებოდა, ანუ დაჟე პარასკევსაც აპასნია რამის ყიდვა უკვე, მერე იცის ხშირათ შაბათს სერიოზულათ დაცემა და მაგიტომ, კვირას-ორშაბათს და ბოლოს სამშაბათს იზრდება ხოლმე, უფრო კვირას და ორშაბათს აქვს ხოლმე ასნავნოი მატება, ისე დოუ ჯონსის კიდე უფრო ნეგატიური პროგნოზები ჯერ არ ამხდარა, რაც დაეცა ინდექსი 29700 ვარაუდობდენ 1-2 კვირაში 25000 დაცემასაც, პირიქით მაგის შემდეგ გუშინ მოასწრო უკვე 30700 ასვლა ეხლა კი სრულდება ტორგები და 30500 ზევითაა გაჩერებული, იგივე 32000 მაგალითათ კურსი ჯერ კიდევ 30000$ იდგა ბიტკოინის, 34000 კი 40000$ წელს, ისე წინა წელსაც სანამ კურსი ნოემბერში ავიდოდა 68000$, მაისი-ივლისი საკმაოთ ცუდი იყო, ლამის 50%+ დაეცა მაშინაც ბიტკოინის კურსი, ეხლა კიდე უფრო სერიოზულათ დააგდეს მაგრამ % ძალზე დიდი სხვაობა არაა განსაკუთრებით ისევ თუ დაიწყო მოგვიანებით გაზრდა და ამაზე მეტათ აღარ დაეცა, კი 68000$ წელს აღარ იქნება მაგრამ 40000$ ასვლის შანსები ჯერ აქვს კიდე ან 30000$ გაცდენის მაინც უფრო ცუდი პროგნოზებით, მეორე მხრივ ასვლის მაგივრათ შეიძლება 10000$ დაეცეს ან უარესათაც შემდეგი წლისთვის უკვე ბიტკოინის კურსი, გამორიცხული არაფერია, რახან მართლა მოშნი კრიზისია დაწყებული ეხლა, მაგრამ უყვართ ანალიტიკოსებს ეგეთი კრიზისების ან მოშნი დაბუსტვების შემდეგ ძალზე დიდი აბვალების და დაბუსტვების პროგნოზირება, როგორც წესი არცერთი არ ხდება ხოლმე და აქამდე არ ამხდარა ეგეთი კურსები, 3000$ რომ დაეცა ბიტკოინი 1000$ დააგდებენო იძახოდნენ მაშინ, როცა 68000$ იყო ასული კი 150000$ 1 წელიწადში იქნებაო უკვე, არც ერთი ამხდარა და არც მეორე, მაგრამ რეზკი დაცემები და მერე გაზრდები ჩვევია ბიტკოინს და კრიპტოს და ეგ არაერთხელ დაფიქსირებულა უკვე წლების მანძილზე, მთავარია რომ ისევ იზრდება რამდენიმე წლის შემდეგ მაინც დიდხანს თუ გაგრძელდა კრიზისები

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.