Jump to content

გამოვიდა ჰიბრიდული პლანშეტი XiaomiBook S 12.4 - Snapdragon 8cx Gen 2, Windows 11 და მოხსნადი კლავიატურა


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ჰიბრიდული პლანშეტი, სახელწოდებით XiaomiBook S 12.4 ოპერაციულ სისტემა Windows-ის ბაზაზე. მოწყობილობა აღჭურვილია მოხსნადი კლავიატურით, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას იგი როგორც ლეპტოპის, ისე პლანშეტის სახით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

XiaomiBook S 12.4 პლანშეტს საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი 7-ნანომეტრიანი პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 2, რომლის შემადგენლობაში გამოყენებულია რვა ბირთვი Kryo 495 სიხშირი 3159 მჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 680 პროგრამულ ინტერფეის DirectX 12-ის მხარდაჭერით. ანონსის დროს 2020 წელს კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ეს ჩიპი 7-ვატიანი TDP-ის დონით უფრო სწრაფია 15-ვატიან მე-10 თაობის Intel Core i5 პროცესორებთან შედარებით. 

image.jpeg 

XiaomiBook S 12.4 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე, რომელზეც მხარდაჭერილია x86-64 აპლიკაციების ემულაცია Arm პლატფორმაზე. ამრიგად, XiaomiBook S 12.4-ზე შესაძლებელია გაეშას სოფტი, რომელიც თავდაპირველად არ იყო შემუშავებული Arm-არქიტექტურისთვის. 

პლანშეტს აქვს 12.4-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი (პიქსელების სიმჭიდროვეა 244 PPI). ეკრანის გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/2, აქვს 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელი სენსორულია, გამოყენებულია დამცავი საფარი Gorilla Glass 3. XiaomiBook S 12.4-ის სისქე 8.95 მმ-ს შეადგენს, წონა - 720 გრამს. კორპუსი დამზადებულია მაგნიუმისა და ალუმინის შენადნობისგან. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს 8 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერეა და 256 გბ მუდმივი მეხსიერება. მხარდაჭერილია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5.1, ხელმისაწვდომია USB Type-C კონექტორი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია გარე დისპლეისთან დაკავშირება 4K ხარისხით, ასევე მოცემულია 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, აგრეთვე MicroSD სლოტი. 

image.jpeg 

გაჯეტზე წარმოდგენილია ფრონტალური კამერა 1080p გაფართოებით და ორი მიკროფონი ხმის ჩახშობის ფუნქციით. კომპანია არ ასახელებს ბატარეის მოცულობას, მაგრამ აღინიშნება, რომ მისი მარაგი საკმარისია 13.4-საათიანი მუშაობისთვის ერთი სრული დამუხტვის ციკლზე. 

XiaomiBook S 12.4-ს მწარმოებელი კომპანია აფასებს 700 ევროდ. პლანშეტზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 30 ივნისიდან. პირველი 48 საათის განმავლობაში მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 600 ევროდ. პირველი ორი დღის განმავლობაში მომხმარებლები მიიღებენ 65-ვატიან სწრაფ GaN-დამტენს. მისი ფასი 40 ევროს შეადგენს. 

image.jpeg 

პლანშეტისთვის განკუთვნილი მოხსნადი სრული ზომის კლავიატურა იწონის 317 გრამს და წარმოდგენილი იქნება მოწყობილოაზე დამატებითი ოფციის სახით 150 ევროდ. პირველი 250 მყიდველი, რომლებიც პლანშეტზე წინასწარ შეკვეთას გააფორმებენ, კლავიატურად 50 ევროდ შეძენას შეძლებენ. კლავიატურის ქეისი 40 ევრო ღირს.  

 

image.jpeg

XiaomiBook S 12.4-ისთვის კომპანია Xiaomi მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ ფანქარ Smart Pen-ს, რომლის ფასი 100 ევროა. იგი მუშაობს ბატარეაზე, მხარდაჭერილია 4096 დაჭერის დონე და მოქმედებს 240-ჰერციან ეკრანზე. 

 

image.jpeg

სტილუსის ბატარეის სრულ დამუხტვას დაახლოებით 18 წუთი სჭირდება. მისი დამუხტვის 1 წუთი საკმარისია მოწყობილობის ოცწუთიანი მუშაობისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.