Jump to content

სალვადორის პრეზიდენტი საზოგადოებას ურჩევს არ იღელვონ Bitcoin-ის ფასის ვარდნაზე


Recommended Posts

image.png 

სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ Bitcoin-ის ინვესტორებს ურჩია, არ ინერვიულონ პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებზე. მისი თქმით, ვარდნის ციკლის დასრულების შემდეგ ციფრულ ოქროში ინვესტიციები "განუზომავად" გაიზრდება. 

„ ვხედავ, რომ ზოგიერთ ადამიანს აწუხებს Bitcoin-ის საბაზრო ფასი. ჩემი რჩევა: შეწყვიტეთ ჩარტების ყურება და ისიამოვნეთ ცხოვრებით. თუ თქვენ გაქვთ ინვესტიცია BTC-ში, თქვენი ინვესტიცია უსაფრთხოა, მისი ღირებულება უსასრულოდ გაიზრდება დათვური ბაზრის შემდეგ. მთავარი მოთმინებაა“, - წერს იგი. 

საპასუხოდ ოქროს მომხრე პიტერ შიფმა განაცხადა, რომ ბუკელეს რჩევა ისეთივე ცუდია, როგორც მისი რეკომენდაცია „იყიდე მწვერვალზე“ (buy the top). ეს უკანასკნელი სავარაუდოდ მიუთითებს საფონდო ბირჟის სლოგანზე - „იყიდე ფსკერზე“(buy the dip), რომელსაც ბუკელე ხშირად მოიხსენიებდა. 

„როგორ შეიძლება ითქვას, რომ Bitcoin-ის ინვესტიციები უსაფრთხოა, როდესაც მათ უკვე დაკარგეს საბაზრო ღირებულების 75%? თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად დაბლა დაეცემა ფასი ამ დათვურ ბაზარზე და აღდგება თუ არა კოტირებები არსებულ დონემდე“, - განაცხადა მან. 

ადრე შიფმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის კოლაფსი კარგია ეკონომიკისთვის. მან ასევე დაამატა, რომ ციფრულ აქტივებს რომ ჰქონდეს მომავალი, Bitcoin არასოდეს იქნება მისი ნაწილი. 

სალვადორის სახელმწიფო Bitcoin ფონდი ფლობს 2301 BTC-ს, რც წერის მომენტისთვის 44.31 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. საშუალო შესყიდვის ფასი 43900 აშშ დოლარია, ქვეყნის საქაღალდოზარალმა უკვე გადააჭარბა 56 მლნ აშშ დოლარს. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში სალვადორი გეგმავდა პირველი Bitcoin-ობლიგაციების გამოშვებას 1 ლრდ აშშ დოლარად. 

ივნისში მთავრობამ აღიარა, რომ არ სურდა ამ ინსტრუმენტის ამოქმედება უახლოეს მომავალში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.