gio_kiborg Posted June 19, 2022 Posted June 19, 2022 რამდენიმე წელია გეგმაში მაქვს "balls to the walls" რეტრო კომპიუტერის აწყობა, ერთი წელია შედარებით აქტიურად ვმუშაობ (დედადაფების არჩევნის თემა) როგორც იქნა ფაქტიურად დავამთავრე უფრო კონკრეტულად რას ვგულისხმობ: მინდოდა თავსებადი ყოფილიყო XP/Vista/7 32 ბიტიან OS-ებთან, თან უნდა ყოფილიყო პრაქტიკულად მაქსიმალური კონფიგურაცია რაც კი შეიძლება არჩევანი Intel-ის პლატფორმაზე გავაკეთე, რადგანაც Core 2-დან მოყოლებული სანამ AMD-მ Ryzen არ გამოუშვა Intel უკონკურენტო იყო, XP-სთან თავსებადობის გამო მე-2/მე-3 თაობის Core i პლატფორმა შევარჩიე, შეიძლება მე-4 თაობის რამე დედაპლატა მომეძებნა XP-სთან თავსებადი, მაგრამ მეეჭვება Top ჩიპსეტი ყოფილიყო, და დიდ სხვაობასაც არ მომცემდა (ნახავთ ქვევით) ფორუმელების @david_888 და @MaKaSaRa რჩევით გადავწყვიტე დედაპლატა Asrock Z77 Extreme 3 რაც შეეხება CPU-ს, ვფიქრობდი i7-3770K-ს, მაგრამ რადგანაც ძირითადად სულ GPU ლიმიტირებული ვიქნებოდი, ავირჩიე i5-3570K, მერე Xeon E3-1275 v2 ვიშოვე შედარებით იაფად, რომელიც 3770-ს ანალოგია და როგორც ვვარაუდობდი არ მომცა სხვაობა, ამიტომ ძმაკაცს ვაჩუქე და დავბრუნდი i5-ზე ქულერად Cooler Master V8 მიყენია, ძალდაუტანებლად უმკლავდება თავის საქმეს, ოპერატიული მეხსიერების რაოდენობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, აქცენტი სისწრაფე იყო, მაგრამ Mushkin Enhanced Stealth 8GB (2 x 4GB) DDR3 2133 ვიყიდე კარგ ფასად, 32 ბიტიანი OS ვერ ხედავს 3.5 GB-ზე მეტს, მაგრამ დანარჩენი RAMDisk-ად გავაკეთე (არის სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დედაპლატას აქვს თავისი ASROCK Extreme Tuning Utility, რომელიც OC-სთან ერთად RamDisk-ის შექმნის საშუალებას იძლევა ვინჩესტერად Intel 730 სერიის 1 Tb SSD მაქვს, 4 პარტიშენით, (3 OS-ის ინსტალაცია, ერთი 700 გბ-მდე თამაშებისთვის). ძველი Windows-ები არც ისე მეგობრულად არიან SSD-სთან, სწრაფები კია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაუთიშო ავტომატური დეფრაგმენტაცია და Trim გაუკეთო ხელით დროდადრო (არის პატარა უტილიტა ForceTrim, ან მე მაგალითად Intel SSD Toolbox ვიყენებ). კვება Newegg-ზე ფასდაკლებაზე ვიყიდე ARESGAME 750W (AGW750) 80+ Bronze, არ არის ცნობილი ბრენდი, მაგრამ საკმაოდ კარგი რევიუები ქონდა და არ შეურცხვენია თავი აქამდე Creative Sound Blaster X-FI Xtreme Fidelity ხმის ბარათი აუცილებელი იყო კლასიკური თამაშებისთვის EAX-ის მხარდაჭერით მივედით ვიდეომდე, რომელსაც ყველაზე მეტი დააგვიანდა ფასის გამო... თავიდან მქონდა მომაკვდავი EVGA GTX 780 SC, რომელიც დიზაინითაც მომწონდა და წარმადობითაც, მაგრამ მგონი შეუსრულდა 300 წელი, თავის დროზეც 50 ლარად ვიყიდე დაზიანებული, BIOS-ის გადაფლეშვამ უშველა და იმუშავა კარგა ხანი (სანამ ამ კომპში ჩავდებდი), მერე რომ აურია ფენით გავაცხელე და იმუშავა, ჩავდე აქ და აურია კიდევ (დრაივერი არ ყენდება), გაცხელებამ შეიძლება უშველოს კიდევ ცოტა ხნით, მაგრამ აღარ მინდოდა წვალება, თან მინდა სტაბილური იყოს შემდეგ ATI Radeon HD 5970 მქონდა ცოტა ხნით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდა ვიდეობარათია, ჯერ ერთი ვერ ავამუშავე AMD Crossfire და მეორეც არ აქვს ისეთი წარმადობა როგორიც მინდა, Crossfire ზე ვნახე, რომ ძველი ვერსიის დრაივერი უნდა, მაგრამ წარმადობას ვერ ვუშველიდი, ამიტომ სხვა რეტრო ბილდში მივუჩინე ბინა ამას წინათ ჩამივარდა GTX 960 4 GB ვერსია ძალიან კარგ ფასად, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არ იყო TOP Level წარმადობა, იდეაში Windows XP-ზე მაგაზე ახალი (უფრო მაღალ მოდელის) ვიდეოს დრაივერი არაა, უფრო ძლიერების კი არის (GTX 780, 780 ti, ორიგინალი Titan) მაგრამ ჯერ ერთი ძვირია, მერე როდის მოკვდება არ იცი... არის ერთი გამოსავალი, თუმცა ძვირიანი : დრაივერის INF ფაილების მოდიფიცირებით შესაძლებელია XP-სთვის დავამატოთ მაქსველის მთლიანი სერიის მხარდაჭერა, რადგანაც დრაივერების არქიტექტურა იგივეა, უბრალოდ Nvidia-მ აღარ შეიწუხა თავი (ალბათ გამართლებულადაც) XP-ს მხარდაჭერით ტოპ ბარათებზე, თუმცა შესაბამისი სტრიქონების დამატებით nv4_dispi.inf ფაილში, XP-ზე შეიძლება GTX 980 TI დრაივერების დაყენება... მოკლედ, კიდევ რომ არ გავაგრძელო, ამ ბარათს "ვდარაჯობ" წელიწადია თითქმის და მხოლოდ ახლა ჯერ კიდევ მაღალი ფასების გათვალისწინებით ძალიან კარგ ფასად ვიყიდე Gigabyte Xtreme Gaming GTX 980 TI (GV-N98TXTREME-6GD) დრაივერების მოდიფიკაციამ წარმატებით ჩაიარა XP-სთვის, Vista და Win7-ისთვის კი "მშობლიური" დრაივერებია, ეს ყველაფერი აწყობილია Deepcool-ის სადა შავ ქეისში, ნაწრთობი მინის გვერდითა პანელით, ასევე DVD RW Drive-იც დავამატე, როგორც იქნა დავასრულე ბილდი, (სოფტის და ჰარდის მიხედვით), დამრჩა ტიუნინგი, OC და ა.შ. ბევრი რამეც აღმოვაჩინე: მაგალითად XP-ს არ აქვს მხარდაჭერა HD-ზე მაღალი გაფართოების (ადრეც ვეჭვობდი, მაგრამ საბოლოოდ დადასტურდა), არადა Full HD მონიტორი არ მაქვს სახლში მაქვს 2k@144; 4K@120 (ტელევიზორი), ჩემი ორიგინალი SyncMaster 961BW (1440×900@75Hz), ასევე Forum.ge-ზე მაჩუქა ერთმა CRT NEC MultiSync FE 770, სიხშირეები ძალიან მაღალი არ აქვს, მაგრამ ძალიან ნათელი და მკაფიო ფერები აქვს, ასეთი CRT არ მინახავს, თან 900 სერიას ჯერ კიდევ აქვს ანალოგ აუთი (მარტივი DVI-VGA ადაპტერი უნდა), მოკლედ მონიტორებში პრობლემა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის სრულ პოტენციალს ვერ გამოვიყენებ XP-ზე. ასევე როგორც აღმოჩნდა, 3-ზე მეტი Windows არ ყენდება ერთ დისკზე და თუ არ ვცდები 4-ზე მეტი პარტიშენიც არ კეთდება (ყოველ შემთხვევაში სტანდარტულად), Windows 10 მინდა რეფერენსად და Linux ამ ბილდზე სამომავლოდ, მაგრამ სხვა SSD-ზე მომიწევს დაყენება ასევე პრობლემატურია ძველი OS-ების აპდეითები (ახალზე არ ვამბობ, უბრალოდ რაც გამოსულია რომ ის გადმოწეროს), აღმოვაჩინე, რომ Windows Vista საკმაოდ კარგი გამხდარა ბოლოში და სტაბილურიც, ესეც ფოტო (RGB ფანების მოყვარული არ ვარ მაგრამ კეისს მოყვა და აღარ მოვხსენი) შემდეგ პოსტში დავდებ ბენჩმარკებს და სხვა ინფოსაც 4 Quote
Gamer-4ever Posted June 19, 2022 Posted June 19, 2022 მეც ვარ მოყვარული , მაგრამ xp არ მომწონდა არასდროს , და ვერც ვიტანდი ჩართვის დროს რო დაამღერებდა მაგ სოუნდზე მეშლებოდა ნერვები, ისედაც ვიზუალი მაგარი დაბალი დონის იყო, აი ვისტა უფრო მისაღები იყო ჩემთვის , ყველას არ ევასებოდა მაგრამ მე რატომღაც მომწონდა , კიდე თუ ავაწყე რაიმე რეტრო სისტემა ვისტას დავაყენებ ნოსტალგიის პონტში, Q6600 ზე მინდა ავაწყო რაიმე ძაან მიყვარდა ეგ პროცი , მეორე კომპიც მაგიტო მაქვს რომ 775 სოკეტი მევასებოდა თავის დროზე და ეხლაც კი ხოდზეა ქუადი პროცებით ცოცხლობს დღემდე , კიდე რაიმე რო ავაწყო გამომაგდებენ სახლიდან გაახურე საქმე ამ შენი კომპებითო , მე რაც მაქ აწყობილი გადაუღებ სურათებს და დავდებ როცა მოვიცლი , სისტემას დავწერ MB: Asus P5N-T Deluxe CPU: Q9500 (2.83 ) Ram: 6 GB DDR2 800 Kingston GPU :Daimond Radeon HD6770 1 GB HDD: wd 1 TB + SG 160 GB SSD: Kingston 60 GB PSU : xilence 500 w 1 Quote
MaKaSaRa Posted June 20, 2022 Posted June 20, 2022 კარგი პროექტია და შენით რომ გაქვს ნაფიქრი კომპონენტების შერჩევაზე რატომ და რისთვის ძალიან დასაფასებელია. მადლობა რომ გაგვიზიარე. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რეტრო კომპიუტერი კი არა ასეთი ბევრს თანამედროვე სისტემაც არ აქვს კიდე 5+ წელიწადში გახდება რეტრო მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ ასეთ სტატუსს 775 სოკეტი უფრო მეტად შეესაბამება ან amd-ს შესაბამისი თაობა. windows xp-ის გამოყენება დღეს როგორი ნოსტალგიურიც არ უნდა იყოს უკვე საერთოდ აღარაა მოსახერხებელი. ელემენტარულად ბრაუზინგსაც ვერ შეძლებ ინტერნეტში. 2 Quote
gio_kiborg Posted June 20, 2022 Author Posted June 20, 2022 On 6/20/2022 at 9:27 PM, MaKaSaRa said: კარგი პროექტია და შენით რომ გაქვს ნაფიქრი კომპონენტების შერჩევაზე რატომ და რისთვის ძალიან დასაფასებელია. მადლობა რომ გაგვიზიარე. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რეტრო კომპიუტერი კი არა ასეთი ბევრს თანამედროვე სისტემაც არ აქვს კიდე 5+ წელიწადში გახდება რეტრო მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ ასეთ სტატუსს 775 სოკეტი უფრო მეტად შეესაბამება ან amd-ს შესაბამისი თაობა. windows xp-ის გამოყენება დღეს როგორი ნოსტალგიურიც არ უნდა იყოს უკვე საერთოდ აღარაა მოსახერხებელი. ელემენტარულად ბრაუზინგსაც ვერ შეძლებ ინტერნეტში. 775- ზე რამდენიმე სისტემა მაქვს, ტოპ პროცესორებით C2D/C2Q/Pentium 4 სერიებიდან, უფრო ძველებიც, socket 478, slot a AGPდა PCI ვიდეოები და ა.შ, (Win 98/2k/xp) უბრალოდ ჩემთან არ მეტევა ბინაში და მშობლების სახლში მაქვს სადაც ვაპირებ ივლისში ჩასვლას და დავდებ მათაც, Windows ME ბილდი მინდა ავაწყო და მაქვს მისთვის ნაწილებიც ეს ბილდი მინდოდა XP-ს შესაძლებლობების მაქსიმუმი ყოფილიყო XP-ზე ბრაუზინგს რაც შეეხება, MyPal 68 ბრაუზერი მშვენივრად მუშაობს (https://github.com/Feodor2/Mypal68), ახლანდელი extention-ების მხარდაჭერაც აქვს და ყველა ვებგვერდი მუშაობს, თუმცა რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული ბრაუზინგი და მეილებზე და სოც-ექაუნთებზე შესვლა XP-დან, უბრალოდ 32 ბიტიანი სისტემის RAM ლიმიტაციაა შეზღუდვა, არადა Office 2010-იც მუშაობს (ჩემი ფავორიტი ვერსიაა Microsoft Office-სი) და Office 2021 ფაილებსაც ხსნის 1 Quote
Gamer-4ever Posted September 21, 2022 Posted September 21, 2022 ყოველთვის მინდოდა მქონოდა Gtx 660 და ამიტომაც შევიძინე ებაიზე კარგ ფასად , რო ჩამოვა სურათებსაც დავდებ 1 Quote
gio_kiborg Posted November 4, 2022 Author Posted November 4, 2022 https://www.mymarket.ge/ka/pr/21580597/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/dedabaraTebi/ASRock-X79-Extreme-9-i7-3930k?OfferType=Basic ამ კომბოში ვფიქრობ დედაპლატა/პროცესორის გადაცვლას, 250 ლარი უნდა დავუმატო და რამდენად ღირს თქვენი აზრიც მაინტერესებს Windows XP-ს დრაივერები აქვს და ასევე აქვს Asrock Xtreme Tuning Utility რომელიც მომცემს საშუალებას RAMDisk გავაკეთო და ასევე 4 არხიანი მეხსიერება გამოვიყენო, მაგრამ i7 3930K-ს PCI-e 2.0 მხარდაჭერა ქონია (Intel-ის მიხედვით) 32 ნმ-იან ლითოგრაფიაზე 3.0-ისთვის კი უფრო ახალი პროცესორი უნდა -Ivy Bridge არქიტექტურაზე, ძვირები არ არის, მაგრამ მაინც დამატებითი ხარჯია, თან ჩემი i5 Ivy Bridge-ია უკვე ისედაც როგორც აღვნიშნე 4-ზე მეტი ბირთვი 32 ბიტიან OS-ებში არფერში მჭირდება, გარდა სინთეტიკური ტესტებისა, თანამედროვე 64 ბიტიან OS-ს რომ ვაყენებდე, კიდევ ხომ, მგონი საწინააღმდეგო უფრო მეტი ჩამოვთვალე თუ რამე i7 3770k შემიძლია უფრო იაფად ვიყიდო... აგრე მთლიანი კომბოა 300 ლარად: https://www.mymarket.ge/ka/pr/26897213/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/procesorebi/i7-3770k-motherboard--8-ram-Combo?OfferType=Basic მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს Quote
gio_kiborg Posted February 1, 2023 Author Posted February 1, 2023 xp-გავუშვი 2K ზე როგორც იქნა, ოღონდ Display Port-ით და მხოლოდ 60 ჰერცზე, 100-საც ვერ ქაჩავს (მონიტორი 144 ჰერციანია) ესეც ჩემი კოლექცია (მშობლების სახლში მაქვს) ყველა კომპიუტერი გამართულია (მეტნაკლებად) ტესტბენჩზე ყველაზე "თანამედროვე" სისტემაა: X58 პლატფორმა X5675 (6c/12t) Xeon-ით Dell ის ბრენდ დედადაფაზე, 6×4 GB DDR3 და RX 480 8 GB, ჯერ-ჯერობითაც კარგად უმკლავდება, God of War დავიწყე და 45-60 FPS ქონდა High ზე 1080p რეზოლუციაზე, Nimez დრაივერებიც მინდა ვსინჯო, თითქოს უკეთესი შედეგები აქვს განსაკუთრებით ახალ თამაშებში. Cooler Master ის ალუმინის კეისში ROG Maximus Extreme (LGA 775) მაზერია QX9650 (თუ სწორად მახსოვს ეს მოდელია, QX როა ნამდვილად მახსოვს), 8 GB RAM და GTX 970, ამაზეც Windows 10 დავაყენე და ამ ზაფხულში ყველა Half Life დავხურე (CRT მონიტორზე) რომელიც ბოლომდე არ მქონდა დახურული 3CRT და 2 LCD მონიტორი მაქვს (ერთი TN 1440x900 მეორე კი კი IPS 1920x1080) CRT ები კი საკმაოდ კარგი ხარისხის და რეზოლუციებისაა (ერთი 120 ჰერცამდეც ადის დაბალ რეზოლუციებზე) ეს Fujitsu Siemens-ის POS ტერმინალია, Pentium 2 (თუ 3 ზუსტად არ მახსოვს 250 მეგაჰერციანი Slot A) Nvidia Geforce 6200 PCI ვიდეობარათით და Windows 98 ით აქ კიდევ ბევრი ერთად, ძირითადად 775 ებია სხვადასხვა თაობის და კლასის (Celeron, Pentium 4, Core2Duo, Core2 Quad) სხვადასხვა AGP და PCI-e ბარათებზე (ძირითადად Nvidia), არის Socket 478-იც DeepCool-ის პატარა ქეისში Q6600 არის GT 8800-თან 4 GB DDR3 RAM, Windows Vista (ახალ წლებზე დავასრულე და კარგად მახსოვს) Cooler Master ის ქეისში კი Core 2 Quad (მოდელი არ მახსოვს) 4 GB DDR2 RAM და GTX 960 4 GB ვიდეოთი, 32 ბიტიანი Windows 10 აყენია დანარჩენებზე კი Windows XP, 2000 და Windows 98 Windows ME მინდა დავაყენო რომელიმეზე, ძალიან მაინტერესებს, ყველა აძაგებდა, მაგრამ Vista-სი არ იყოს ბევრი სიახლე ქონდა 98-ის მერე და ბოლოსკენ კარგი სტაბილურობაც ქონდაო. პერიოდ-კორქტული კლავიატურებიც მაქვს, მაგალითად: თუმცა მექანიკური არ არის (ძველები) 2 Quote
George Posted January 8 Posted January 8 რეტრო პს ააწყვეს რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/pokupaiu_skaner_fotoplenok/show/130312/Sborka-retro-PK-Chast-1-S-chego-nachat-ili-videokarta-vsemu-golova მქონდა მეც რაღაც მაგდაგვარი ოღონდ 90 წლებში მოსკოვში Quote
George Posted April 22 Posted April 22 მაგ სტატიის მეორე ნაწილიც დაიდო რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/pokupaiu_skaner_fotoplenok/show/153202/Sborka-retro-PK-Chast-2-Monstr-iz-proshlogo Quote
George Posted May 3 Posted May 3 მაგ სტატიის მესამე ნაწილის დაუდიათ: https://overclockers.ru/blog/pokupaiu_skaner_fotoplenok/show/155313/Sborka-retro-PK-chast-3-Desktopnyj-Pentium-233MMX-protiv-servernogo-Pentium-Pro-200 Quote
gio_kiborg Posted May 10 Author Posted May 10 დავააპგრეიდე ჩემი რეტრო PC x79 პლატფორმაზე გადავედი, Xeon-ის CPU-ა და არ ვიცი რამდენად დავარაზგონებ, მაგრამ 4 არხიანი მემორი და ბევრად მეტი L3 ქეში მგონია რომ i5 3570k-ზე უუკეთეს შედეგებს დადებს XP-შიც რომ გავტესავ, დაავწერ Quote
gio_kiborg Posted May 12 Author Posted May 12 ორ დღიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა მეტ–ნაკლებად მოვარჯულე დააპგრეიდებული Overkill რეტრო სისტემა შევცვალე დედადაფა და პროცესორი Asrock X79 Extreme 6 ბოლო High End ვორქსტეიშენის პლათფორმაა X79 რომელსაც XP-ს ოფიციალური მხარდაჭერა აქვს Xeon E5-2643-V2 პროცესორი (6C/12T 3.8 Ghz) RAM გავზარდე 16 გბ–მდე, რომ Quad Channel მქონოდა, XP–ს ინსტალაციამ ძალიან გამაწვალა: ცოცხალი თავიდ არ დაყენდა AHCI რეჟიმში, ვცადე ოფიციალური დრაივერები (დისკიდან, ინტეგრირებული, ფლოპიდანაც) მაგრამ დრაივერების ჩატვირთის ეტაპზე აბლუსკრინებდა, მრერე ვცადე და დავაყენე XP Integral Edition , სადაც ინტეგრირებულია თითქმის ყველა აპდეითი, ასევე ბევრი AHCI/SATA და NVME დრაივერებიც, ეს კი დაყენდა, მაგრამ რესტარტის მერე ჩატვირთვისას აბლუსკრინებდა, საბოლოოდ IDE რეჟიმზე გადავრთე კონტროლერი და დავაყენე ისე, იდეაში დიდად ვერ ვგრძნობ რომ სიჩქარე ნელია (არადა Cristal Disk Mark ზომავს რომ ნელია SATA3 თან შედარებით) შემდეგი პრობლემა ჩემი მონიტორი იყო, GTX 980 Ti-ს მოდიფიცირებული დრაივერის დაყენების მერე მაქსიმალურ რეზოლუციას და refresh rate აყენებდა (2560x1440@144Hz) შემდეგ მივაგენი ამ ძალიან კარგ გარჩევას XP-ს მაღალი რეზოლუციების შესახებ: http://wp.xin.at/archives/5616 ანუ XP–სთვის Nvidia-ს დრაივერები მუშაობენ HBR1 პროტოკოლით, რომელიც შეესაბამება 8.64 Gb/s ხოლო ჩემი მონიტორის სპეციფიკაციებს ესაჭიროება 11.9 Gb/s 2560x1440x(3x8[RGB პიქსელები 8 ბიტიანი თითო])x 144[ჰერცი] / (1024^3[Gb/s გადასაყვანად] ანუ 60 ჰერცზე იგივე გათვლებით სჭირდება 4.9 Gb/s მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ავტომატურად აყენებდა 144 ჰერცს და ვერ აჩვენებდა გამოსავალია, მეორე მონიტორის შეერთება და იქედან შეცვლა (ასე გავაკეთე წინაზე) თუმცა ახლა რატომღაც მხოლოდ ამ მონიტორს რომ ვტოვებდი, ისევ 144 hz დგებოდა, ბევრი წვალების მიერე მივაგენი MSFN ფორმუმზე პოსტს, სადაც რეზოლუციის Windows Registry -ში მითითებაზე იყო საუბარი HKCC\System\CurrentControlSet\Control\Video\ თუ დაგჭირდათ, აქ ნახავთ საჭირო განყოფილებას (მიხვდებით რეზოლუციის და რეფრეშის მიხედვით რომელია და რომელი უნდა შეცვალოთ) ასევე xin.at ბლოგპოსტის მიხედვით ბოლო დრაივერი აღარ დავაყენე, არამედ რეკომენდირებული 355 ვერსია და Custom resolution-იც ამუშავდა (ბოლო დრაივერში გაბაგულია) შემდეგი პრობლემა იყო PAE, წინა დედაპლატაზე ASROK Xfast RAM საშუალებით ვრთავდი PAE და ვაყენებდი RAMDisk-ს, აქ კი ეს უტილიტა რატომღაც არ მუშაობს გამართულად, მომიწია Windows XP x86 64gb Ram Patch დაყენება, მაგრამ მთლად სტაბილური არაა, ramdiks კი მუშაობს ახლა, მაგრამ მაგალითად CPU-z გაშვებისას იქრაშება, სხვა პატჩებიცაა მაგ საიტზე და ვნახავ რადგანაც RAM გავზარდე, Vista და 7 გადავყწვიტე 64 ბიტიანი დამეყენებინა, მთელ რესურსებს ავითვისებ და თავსებადობაც მშვენიერი აქვს, თუ რამე XP-ს გამოვიყენებ იმ თამაშებისთვის და პროგრამებისთვის რომლებიც არაა თავსებადი 64 ბიტიანთან. Windows Vista-ს ინსტალაცია და დრაივერები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველაზე უმტკივნეულო იყო, ყველაფერმა იმუშავა პირველივე ცდაზე, აპდეითებს ვერ ვაკეთებ ჯერ (DX 11 მხარდაჭერა მინდა) თუმცა არაა დიდი პრობლემა, მუშაობს ძალიან კარგად და სტაბილურად Windows 7-მაც ცოტა გამაწვალა, მაგალითად Nvidia-ს ბოლო დრაივერზე Error 52 წერდა (დრაივერის ფაილები არ არის სწორად ხელმოწერილიო, ანუ digital signature უფრო ახალი იყო, ვიდრე შესაბამისი შემამოწმებელი მოდული 7–ში და ამიტომ არ მოწონდა, Driver Signature check თუ გაუთიშავდი (F8 ჩართვისას და მენიუში ჩანს) მაშინ მუშაობდა, შეიძლებოდა პერმანენტულადაც ამის გაკეთება, მაგრამ უსაფრთხოების რისკებს ზრდის (ისედაც უკვე ვადაგასულ OS-ზე დამატებითი ხვრელები არაა საჭირო) გამოსავალი კი 472.22 დრაივერის დაყენება იყო, რომლის ციფრულ ხელმოწერაზე არ ქონია პრობლემა. გარკვეული პრობლემები იყი Creative-ის X-fi ხმის ბარათზე: რატომღაც ოფიციალური საიტიდან აუღიათ დრაივერების ლინკები, Snappy Driver Installer Origin –ით კი მოვძებნე და დავაყენე მოკლედ რთულდება სიტუაცია Retro კომპიუტერებზე, მწარმოებლები დრაივერებსაც კი იღებენ საიტიდან, ბენჩებზე რომ მოვახერხებ დავწერ, თან მინდა დავარაზგონო 4 გჰზ–მდე მაინც, 25 მბ L3 ქეში და ოთხ არხიანი მეხსიერება მგონია რომ წაადგება წარმადობაში (p.s HT გათიშული მაქვს ჯერ ჯერობით და მეეჭვება ჩავრთო, 6 ბირთვიც საკმარისზე მეტია) 1 Quote
Gamer-4ever Posted May 12 Posted May 12 მეც მოყვარული ვარ ძველი სისტემების , უფრო 775 , Q6600 რო ვიყიდე პირველად აუ რა მაგრა გამისწორდა თან მაშინ 1 და 2 ბირთვიანი პროცები იყო და ეს ქუადი , მთელი 4 ბირთვი ეხლა ვაწყობ მეც სისტემას , დამიგროვდა ძველი ნაწილები და მინდა რაიმე რეტრო ავაწყო , E8500 პროცზე , 3 გბ ოპერატიული , 32 ბიტიანი ვინდის სიეტემაა და მაგრა მევასებოდა ვისტა ულტიმეტი , ეგ უნდა დავაყენო 32 ბიტიანი , xp არ მიყვარდა , საშინელი ხმები ქონდა , ჩართვის დროს და რაიმე ერორზე და დააძახებდა ხოლმე , თან ვიზუალიც ვერ იყო რა , აი ვისტა კიდე სხვა პონტი იყო 1 Quote
gio_kiborg Posted July 1 Author Posted July 1 ჩემს კოლექციას კიდევ ერთი რეტრო ლეპტოპი შეემატა HP EliteBook 8570w (2012 წლის) CPU: i7-3630QM GPU: AMD FirePro M4000 1 GB GDDR5 1TB SSD + MSATA სლოტი 15.6'' 1920×1080 ეკრანი 12 GB RAM ( 32 გბ-მდე მდე შეიძლება გაზრდა ოფიციალურად, მაგრამ რაში მჭირდება) მიუხედავად იმისა, რომ კოლექციის ძირითადი ნაწილი ThinkPad-ებია ეს ლეპტოპი ჯობია თითქმის ყველაფრით: სრულიად თავსებადია Windows XP-დან Windows 11-ამდე (ოფიციალურად 8.1-მდე, მაგრამ 8.1 დრაივერები 11-ზეც კარგად მუშაობს და Windows 11 IoT Enterprise-ს არ აქვს უაზრო შეზღუდვები პროცესორებზე) ძალიან მოქნილი CPU კონფიგურაცია: BIOS-დან შეიძლება HT-ს და MT-ს გათიშვა, (HT ახლაც გათიშული მაქვს) ანუ თავსებადობისთვის შეგიძლია 1 ბირთვიანი CPU დატოვო, ან 1 ბირთვი/2 ნაკადი, ან 4 ბირთვი, ან 4 ბირთვი / 8 ნაკადი Trackpad გაცილებით უკეთესია ვიდრე მისი თანამედროვე Thinkpad-ების შესაძლებელია როგორც CPU, ისე GPU აპგრეიდი გაცილებით იაფია ვიდრე შესაბამისი ThinkPad W530 (ასევე Dell Precision-ის Workstation-ებიც იაფებია უფრო) CPU-ს აპგრეიდს დიდი აზრი არ აქვს 400 მეგაჰერცით მაღალი სიხშირე აქვს ყველაზე მძლავრ მოდელს სხვა სხვაობა არაფერია და 50-70 USD ღირს, GPU-ს რაც შეეხება, NVIDIA Quadro K1000M ჰქონდა თავისი, მაგრამ მქონდა FirePro M4000 (iMAC-ისთვის ვიყიდე და არ წავიდა) და მანუალებშიც ვნახე რომ ოფიციალურად თავსებადია, არაოფიციალურად კი 980M MXM-იც მიდის, მაგრამ ცეცხლის ფასები ადევს რომ ვიყიდე მთლად კარგად ვერ გამოიყურებოდა თუმცა ძირითადად გარედან იყო გასაწმენდი, პროცესორიც ცხელდებოდა დატვირთვაზე 100 გრადუსზე ადიოდა, (104 არის მაქსიმალური) ისიც HT გათიშულზე, GPU-ს შეცვლისას პროცესორზეც და GPU-ზეც Honeywell PTM7950 გამოვიყენე და ახლა ვიდეო 70 ზე ზემოთ არ ასულა და CPU 80-ზე, თან არც ისე ხმაურიანია, დაბალი ტონალობის ხმასაც არ გამოსცემს ვენტილატორი აქვს მთლიანი მეტალის კორპუსი, განათებული კლავიატურა Trackpoint-იც, საკმაოდ მძლავრია დღესდღეობითაც, უბრალოდ ძალიან დიდია და მძიმე (3 კილოზე მეტია და კვების ბლოკი აგურივითაა) Creative-ის Sound Blaster Xtreme Audio Notebook (Express Card-ია) ვიყიდე 10 ლარად და მაღალი ხარისხის აუდიოც იქნება EAX ის მხარდაჭერით შესაბამის თამაშებში (აუდიო pass through -ც აქვს, ანუ აუდიოკარტა ხმას ლეპტოპის დინამიკებში გაუშვებს) ჩაშენებულ დინამიკებს ნორმალური ხმა აქვს, თუმცა არაფერი განსაკუთრებული მოკლედ იდეალური ვარიანტია რეტრო თამაშებისთვის, რომელიც არ არის თავსებადი თანამედროვე 64 ბიტიან OS-ებთან, XP-ზე გაუშვებ, დანარჩენს კი Steam-იდან პირდაპირ ბენჩებსაც დავდებ თუ მოვიცალე Quote
gio_kiborg Posted July 4 Author Posted July 4 დავაპგრეიდე RAM 16-მდე მაინც (4×4GB DDR3 1600 11-11-11 ტაიმინგებით) დავიწყე "რეტრო" და მეტ ნაკლებად რეტრო თამაშების ტესტვა Win11-ზე (ჩავურთე HT-ც) Metacritic-ზე ჩამოვყევი წლების მიხედვით საუკეთესო თამაშებს ის თამაშები რომლებიც მქონდა Steam-ზე დავაყენე 1920×1080-ზე ვტესტავ: 1. 2010 წელი Battlefield Bad Company 2, Medium-High სეთინგები 2. 2011 წელი Batman Arckam City, ესეც მედიუმ-ჰაი 3. 2012 წელი Far Cry 3 low settings 4. 2012 წელი Resident Evil 6 Benchmark Tool 5. 2013 წელი Tomb Rider მედიუმზე 6. 2015 GTA 5 ნორმალზე, DX11, ტესელცია Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.