Jump to content

ჩინეთში აშენდა სახმელეთო კომპლექსი, რომელიც გამოცდის კოსმოსიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემის ტექნოლოგიებს


Recommended Posts

ჩინეთის სიანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში შევიდა სამი წლით ადრე დაგეგმილი სახმელეთო კომპლექსი კოსმოსიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემის ტექნოლოგიების შესამოწმებლად. 75 მეტრის სიმაღლის ფოლადის კონსტრუქცია ინსპექციამ მიიღო და დაამტკიცა ექსპლუატაციისთვის. კომპლექსი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების მთელი სპექტრის ტესტირებას, რაც უზრუნველყოფს კოსმოსური მზის ენერგიის წარმოქმნას - ეს იქნება სუფთა ენერგია უწყვეტი წყაროდან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xidian University 

კონსტრუქცია ზედაპირიდან შეაგროვებს მზის ენერგიას და სადენების გარეშე ანტენების მეშვეობით გადასცეს მას დედამიწას 55 მეტრის დაშორებაზე. კომპლექსის შემადგენლობაში შევა როგორც მზის ენერგიის ეფექტური შეგროვების ტექნოლოგიის შემოწმება, ასევე მის მიკროტალღურ გამოსხივებად გარდაქმნის ტექნოლოგიის, გადაცემის და მიღების საშუალებების და ხელახლა გარდაქმნის შემოწმება. 

image.jpeg 

Multi-Rotary (MR SPS) 

უნივერსიტეტის გუნდი ავითარებს საკუთარ კონცეფციას გეოსტაციონარული ორბიტდან დედამიწაზე ენერგიის გენერირებისა და გადაცემისთვის - კონცეფციის სახელია Orb-Shape Membrane Energy Gathering Array (SSPS OMEGA). ასევე ჩინეთში მუშავდება მზის ელექტროსადგურის კიდევ ერთი კონცეფცია - Multi-Rotary (MR SPS) ანუ მრავალბრუნვადი სადგური, რომელიც შეცვლის მზის პანელების დახრილობის კუთხეს ენერგიის ოპტიმალური გამომუშავებისთვის. 

და ბოლოს, ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო - CNSA, აწარმოებს კიდევ ერთ პროექტს ორბიტდან დედამიწაზე ენერგიის გასაგზავნად, ამ პროექტის ფარგლებში კოსმოსში მუშაობის დაწყებას 2028 წელს აპირებენ. როგორც ხედავთ, ჩინეთში მტკიცედ მიიწევენ ერთსა და იმავე მიზნისკენ რამდენიმე მიმართულებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.