Magdalena Posted June 15, 2022 Share Posted June 15, 2022 როგორც ცნობილია, RTX 30 სერიის ვიდეო დაფების გამოშვება გეგმის მიხედვით ვერ წავიდა: თავდაპირველად იყვნენ მაინერები, შემდეგ ჩიპების დეფიციტი და ჯამში გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ მცდელობები იყო - გაყიდულიყო თავდაპირველად დაგეგმილი მოცულობის ნაწილი მაინც. მოახლოვებულია ახალი თაობის გამოსვლაც და ამჟამინდელი თაობის მოწყობილობების გაყიდვა კიდევ უფრო გართულდება. ასეა თუ ისე, გამოსავალი ნებისმიერ ფასად არის მოსაძებნი. პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ NVIDIA-მ მოიფიქრა რა ქნას ასეთ რთულ სიტუაციაში. გადაწყვეტილება შემდეგია: RTX 40 სერიის საბაზისო ამაჩქარებლების გამოსვლის გადავადება სექტემბრიდან ოქტომბრამდე ან მის შემდეგ. საბაზისო მოდელებში მოიაზრება RTX 4070, 4080 და 4090. ამრიგად, თუ NVIDIA განაცხადებს უახლოეს დროში თარიღის მცირე გადავადების შესახებ, ეს მას საშუალებას მისცემს შეამციროს მიმდინარე თაობის დაფების ფასი, შექმნას მათზე დამატებითი მოთხოვნა, საბოლოოდ მოამზადოს ახალი თაობა გამოშვებისთვის, აგრეთვე შეძლებისდაგვარად დააცარიელოს RTX 30-ის მარაგი. ულტრაბიუჯეტური GTX 1630-ის გამოშვების დროც სავარაუდოდ გადაიწევს. მეორე მხრივ, RTX 40-ის ანონსი გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმერებისთვის ახალი ჩიპები სექტემბერში გახდება ხელმისაწვდომი. იმის გათვალისწინებით, რომ მათ შესახებ არსებული ინსაიდერული ინფორმაცია საკმაოდ მიმზიდველია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე მოძველებული ვიდეო დაფების ნაადრევი შეძენა ვინმეს სწორ არჩევანს მოეჩვენება. ასევე უცნობია RTX 40-ის ფასი. თუკი სიმძლავრის გამო გაზრდილი ფასი მეტისმეტი გამოვა, RTX 30 შეძლებს ბაზარზე კონკურენციის გაგრძელებას. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება: თუკი RTX 40-ის გამოსვლა გადაიდება, მიმდინარე თაობის დაფების ფასები ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდება. RTX 30-სა და RTX 40-ს შორის განსხვავებას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მცირე, კომპანია ვერ შეძლებს მათ გაყიდვას იმავე ფასების სეგმენტში. ძველი დაფების საცალო ფასი ადრე თუ გვიან უნდა შემცირდეს. https://tinyurl.com/3je2m5tu Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.