Jump to content

VideoCardz: NVIDIA შეეცდება RTX 30-ის ფასების შემცირებას RTX 40-ის ხარჯზე


Recommended Posts

როგორც ცნობილია, RTX 30 სერიის ვიდეო დაფების გამოშვება გეგმის მიხედვით ვერ წავიდა: თავდაპირველად იყვნენ მაინერები, შემდეგ ჩიპების დეფიციტი და ჯამში გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ მცდელობები იყო - გაყიდულიყო თავდაპირველად დაგეგმილი მოცულობის ნაწილი მაინც. მოახლოვებულია ახალი თაობის გამოსვლაც და ამჟამინდელი თაობის მოწყობილობების გაყიდვა კიდევ უფრო გართულდება. ასეა თუ ისე, გამოსავალი ნებისმიერ ფასად არის მოსაძებნი. 

image.jpeg 

პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ NVIDIA-მ მოიფიქრა რა ქნას ასეთ რთულ სიტუაციაში. გადაწყვეტილება შემდეგია: RTX 40 სერიის საბაზისო ამაჩქარებლების გამოსვლის გადავადება სექტემბრიდან ოქტომბრამდე ან მის შემდეგ. საბაზისო მოდელებში მოიაზრება RTX 4070, 4080 და 4090. ამრიგად, თუ NVIDIA განაცხადებს უახლოეს დროში თარიღის მცირე გადავადების შესახებ, ეს მას საშუალებას მისცემს შეამციროს მიმდინარე თაობის დაფების ფასი, შექმნას მათზე დამატებითი მოთხოვნა, საბოლოოდ მოამზადოს ახალი თაობ გამოშვებისთვის, აგრეთვე შეძლებისდაგვარად დააცარიელოს RTX 30-ის მარაგი. ულტრაბიუჯეტური GTX 1630-ის გამოშვების დროც სავარაუდოდ გადაიწევს. 

მეორე მხრივ, RTX 40-ის ანონსი გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმერებისთვის ახალი ჩიპები სექტემბერში გახდება ხელმისაწვდომი. იმის გათვალისწინებით, რომ მათ შესახებ არსებული ინსაიდერული ინფორმაცია საკმაოდ მიმზიდველია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე მოძველებული ვიდეო დაფების ნაადრევი შეძენა ვინმეს სწორ არჩევანს მოეჩვენება. 

ასევე უცნობია RTX 40-ის ფასი. თუკი სიმძლავრის გამო გაზრდილი ფასი მეტისმეტი გამოვა, RTX 30 შეძლებს ბაზარზე კონკურენციის გაგრძელებას. 

უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება: თუკი RTX 40-ის გამოსვლა გადაიდება, მიმდინარე თაობის დაფების ფასები ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდება. RTX 30-სა და RTX 40-ს შორის განსხვავებას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მცირე, კომპანია ვერ შეძლებს მათ გაყიდვას იმავე ფასების სეგმენტში. ძველი დაფების საცალო ფასი ადრე თუ გვიან უნდა შემცირდეს. 
https://tinyurl.com/3je2m5tu 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.