Jump to content

2023 წელს AMD გამოუშვებს Ryzen Threadripper 7000 სერიის HEDT-პროცესორებს არქიტექტურა Zen 4 -ის ბაზაზე


Recommended Posts

ფინანსური ანალიტიკოსებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე AMD-მ დაადასტურა გეგმა მაღალი წარმადობის Ryzen Threadripper 7000 სერიის დესკტოპ (HEDT) პროცესორების გამოშვების შესახებ. ეს ჩიპები ბაზარზე 2023 წელს გამოვა და დამყარებული იქნება Zen 4 არქიტექტურაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Ryzen Threadripper 7000 პროცესორებში წარმოდგენილი იქნება 96-მდე ფიზიკური ბირთვი 192-მდე ვირტუალური ნაკადის დამუშავების მხარდაჭერით. ისინი წარმოებული იქნება კომპანია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ჩაანაცვლებენ ამჟამად აქტუალურ Chagall სერიის (Ryzen Threadripper Pro 5000WX) ჩიპებს, რომლებიც მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებში გამოიყენება. Ryzen Threadripper 7000 პროცესორებს აქვთ იმდენივე ბირთვი, რამდენიც სერვერულ პროცესორ EPYC Genoa-ს, ამიტომ, დიდი ალბათობით, მათში გამოყენებული იქნება იგივე კრისტალები, მაგრამ რამდენიმე გათიშული ბლოკით. 

image.jpeg 

Ryzen Threadripper 7000 სერიის პროცესორებში გამოყენებული იქნება პროცესორის უახლესი კონექტორი. დეტალები ჯერჯერობით მიუწვდომელია, არაოციფიალური ინფორმაციით მისი სახელწოდება იქნება Socket TR5 ან SP5r2. აქტუალური TR4 გამოიყენებოდა Threadripper-ის ყველა თაობაში, Zen, Zen 2 და Zen 3 არქიტექტურებზე. სავსებით სარწმუნოა, რომ ახალ პლატფორმასაც ხანგრძლივი მხარდაჭერა ექნება AMD-ის მხრიდან. 

როგორც ჩანს, Ryzen Threadripper 7000-ს დიდი ფართობი, რაშიც დავრწმუნდებით, შეფუთვაზე არსებულ გამოსახულებას თუ შევხედავთ. 

image.jpeg 

გეგმავს თუ არა კომპანია Zen 4C ბირთვებზე პროცესორების ვერსიების  ან ქეშ-მეხსიერების გაზრდის 3D V-Cache ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მოდელების გამოშვებას - ჯერჯერობით უცნობია. ეს სიახლეები AMD-ის სამომავლო გეგმის რუკაზე არ არის, მაგრამ კომპანია მიუთითებს, რომ გეგმები შეიძლება შეიცვალოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.