Magdalena Posted June 11, 2022 Posted June 11, 2022 კომპანია SK Hynix იყო მეხსიერების პირველი მომწოდებელი, რომელმაც ისაუბრა HBM3-ზე და პირველი, ვინც სრულად განავითარა მეხსიერება ამ სპეციფიკაციის შესაბამისად. კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო HBM3 მეხსიერების მასობრივი წარმოება. ამ DRAM მოდულებს Nvidia გამოიყენებს თავისი H100 გამოთვლითი GPU-ებისა და DGX H100 სისტემებისთვის, რომლებიც გაყიდვაში მესამე კვარტალში გამოვა. SK Hynix HBM 3 (KGSD) კრისტალები უზრუნველყოფენ მეხსიერების მაქსიმალურ 819 გბ/წმ სიჩქარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარდაჭერილია მონაცემთა გადაცემის 6400 გბ/წმ-მდე სიჩქარე. მოცულობას რაც შეეხება, თითოეული სტეკი შეიცავს რვა DRAM ჩიპს მოცულობით 2 გბ-მდე, ჯამში 16 გბ. SK Hynix-ს ასევე გააჩნია თორმეტჩიპიანი მოდულებიც მოცულობით 24 გბ-მდე, თუმცა რადგანაც HBM3-ის ძირითადი შემსყიდველი Nvidia-ა, კომპანის რვაჩიპიანი მოდელების წარმოებას იწყებს. HBM3-ის მასობრივი წარმოების დაწყება კარგი სიახლეა SK Hynix-ისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კომპანია იქნება ამ ტიპის მეხსიერების ერთადერთი მომწოდებელი და შეძლებს უპირატესობით სარგებლობას. SK Hynix-ის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი იწყებს HBM3-ის მასობრივ წარმოებას და არა მისი კონკურენტი Samsung. დროთა განმავლობაში SK Hynix და მეხსიერების სხვა მწარმოებლები შემოგვთავაზებენ HBM3-ებს, რომლებიც მოიცავს 16-მდე 32-გიგაბაიტიან DRAM ჩიპებს 64 გბ მოცულობით, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ Nvidia არ იქნება ერთადერთი კომპანია, რომელიც გამოიყენებს HBM3 მეხსიერებას უახლოეს მომავალში. SiFive-მა ასევე დაამზადა თავისი პირველი HBM3 სისტემა ჩიპზე, რომელიც წარადგინა დაახლოებით ერთი წლის წინ, ასე რომ კომპანიას შეუძლია მსგავსი ტექნოლოგიის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, Rambus და Synopsys დიდი ხანია აწარმოებენ HBM3 კონტროლერებს და ფიზიკურ ინტერფეისებს, ასე რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია HBM3-ის მხარდაჭერის მქონე ჩიპსეტების გამოსვლა ხელოვნური ინტელექტისა და სუპერკომპიუტერის აპლიკაციებისთვის. https://tinyurl.com/2yr6r999 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.