Jump to content

AMD-მ დააანონსა სერვერული პროცესორები EPYC Genoa-X, Siena და Turin


Recommended Posts

ღონისძიება Financial Analysts Day 2022-ზე AMD-მა გააზიარა EPYC სერვერის პროცესორების შემდგომი განვითარების გეგმები. საუბარი იყო უკვე დაანონსებულ პროდუქტებზე, ასევე სრულიად ახალზე, რომელიც განკუთვნილი იმ სეგმენტებისთვის, რომლებიც ადრე არ იყო კომპანიის მიერ ათვისებული. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაზე ნაკლებად დეტალური აღმოჩნდა კოდური დასახელება Turin-ის (EPYC 7005) მქონე, მეხუთე თაობის AMD Epyc-ის ოფიციალური ანონსი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ეს პროცესორები დამყარებული იქნება გადამუშავებულ არქიტექტურა Zen 5-ზე და დამზადდება შერეული 3- და 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესებით. წარმოდგენილი იქნება სამი სხვადასხვა კრისტალი: ჩვეულებრივი, 3D V-Cache და „ღრუბლოვანი“ (Zen 5c), რომლებიც ოპტიმიზებული იქნება განთავსების სიმჭიდროვის გაზრდაზე. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარად შენარჩუნდება მემკვიდრეობა თაობებს შორის, რაც დამკვეთებს გაახარებს. 

image.jpeg 

წყარო: AMD (via Tom's Hardware) 

უახლოეს დროში ველოდებით AMD EPYC Genoa-ს გამოსვლას, რაც მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში მოხდება. ამ 5-ნანომეტრიან პროცესორებს ექნება 96-მდე Zen 4 ბირთვი, 12 DDR5 არხი, PCIe 5.0-ის და CXL-ის მხარდაჭერა. მჟამად პირდაპირ არის ნათქვამი CXL-ის გამოყენებით სისტემის მეხსიერების გაფართოების შესაძლებლობის შესახებ. ახალ ტექნპროცესზე გადასვლამ და ბირთვების რაოდენობის 1.5-ჯერ გაზრდამ გამოიწვია წარმადობის ზრდა + 75%-მდე (მაგალითად მოყვანილია Java SPECjbb ტესტი). 

image.jpeg 

Genoa-სთვის საჭირო იქნება ახალი სოკეტი SP5 (LGA6096). მისი გაოყენება ასევე შესაძლებელი იქნება პროცესორების კიდევ ორ ვარიანტში. პირველი - ეს არის უახლესი Genoa-X, რომლის დასახელებიდან ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის იგივე Genoa (ასევე 96 ბირთვით), რომელიც აღჭურვილია გაფართოებული L3-ქეშით 3D V-Cache (1 გბ და მეტი მოცულობის). ისევე, როგორც Milan-X, იგი ორიენტირებული იქნება დატვირთვის ისეთ სპეციფიკურ სახეობებზე, რომლებიც სარგებლობენ გაზრდილი ქეშის ხელმისაწვდომობით. ეს არის, მაგალითად, გამოთვლითი ამოცანები და DBMS (მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა). 

image.jpeg 

Genoa-X 2023 წელს გამოვა. დიდი მოლოდინით სარგებლობს ასევე სერია Bergamo. ამ პროცესორებს ექნება 128-მდე ბირთვი (256-მდე ნაკადი) და შენარჩუნებული იქნება SP5 სოკეტთან თავსებადობა. ისინი დამყარებული იქნება 5-ნანომეტრიან Zen 4c ბირთვებზე, რაც გარკვეულწილად მოგვაგონებს Intel-ის E-ბირთვებს. თუმცა, Zen 4c-ის ბრძანებები იგივე იქნება, რაც Zen 4-ის შემთხვევაში. AMD-მ არ გაამხილა c-ბირთვების დეტალები, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათში გადაკეთებულია ქეშის იერარქია. ისინი განკუთვნილია ჰიპერსკალრებისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია რესურსების განთავსების სიმჭიდროვე და არა მხოლოდ წარმადობა. 

image.jpeg 

2023 წელს გამოვა "პატარა" EPYC კოდური სახელით Siena. ისინი ოპტიმიზბულია ენერგოეფექტურობაზე და გვთავაზობენ 64-მდე Zen 4 ბირთვს. Siena ორიენტირებულია პერიფერიულ გამოთვლებზე და ტელეკომ-სეგმენტზე. დეტალები მათ შესახებაც ჯერ მწირია. შესაძლებელია ვიხილოთ Ice Lake-D-ს მსგავსი ჰიბრიდები, მათ შორის ინტეგრირებული „ჭკვიანი“ ქსელის კონტროლერები. 

image.jpeg 

ყველა ახალი პროცესორებისთვის დამახასიათებელი იქნება Zen 4 (4 ან 5 ნმ) არქიტექტურა, რომელიც წარმადობის მოსალოდნელი ზრდის პარალელურად ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. მათ შორისაა AVX-512-ის მხარდაჭერა და ახალი ინსტრუქციები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატვირთვისთვის - ის ფუნქციები, რითიც Intel რამდენიმე წლის განმავლობაში ამაყობდა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Zen 4-ს ექნება მეოთხე თაობის ინტერკონექტი Infinity Architecture, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო მჭიდროდ დაკავშირდეს სხვადასხვა ჩიპლეტი, მათ შორის „სილიკონის“ დონეზე (2.5D და 3D-შეფუთვა). 

image.jpeg 

ეს სიახლე გზას უხსნის სხვადასხვა ფუნქციური მოდულის ეფექტურ შეფუთვას მთელი ჩიპის დონეზე კოჰერენტულობის მხარდაჭერით - AMD-მ დაადასტურა Xilinx FPGA-ებისა და მესამე მხარის IP ბლოკების ინტეგრირების შესაძლებლობა. ახალი ინტერკონექტი ასევე თავსებადია CXL 2.0-თან, რაც მნიშვნელოვანია მეხსიერებასთან მუშაობისთვის, მომავალ ვერსიებ ექნება CXL მხარდაჭერა 3.0-ისა და UCIE-სთვის. სწორედ Infinity-ის მეოთხე თაობამ მისცა საშუალება AMD-ს, შეექმნა თავისი პირველი Instinct MI300 სერვერული APU-ები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.