Jump to content

ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობა წელიწადში 32%-ით გაიზარდა, ამჟამად კლებაა მოსალოდნელი


Recommended Posts

Jon Peddie Research (JPR) მონაცემებით ვიდეო დაფების მიწოდება პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 13.4 მილიონი ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი 32.2%-ით აღემატება გასული წლის პირველი კვარტლის შედეგებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველ კვარტლის გრაფიკული დაფების მიწოდება საშუალოდ 4.9%-ით ნაკლები იყო მის წინა კვარტალთან შედარებით. 

კვარტალში გამოვიდა 8.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დისკრეტული გრაფიკული ბარათები, წინა კვარტლის 12.4 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. ეს განპირობებულია საშუალო ღირებულების კლებით, რასაც ასე ელოდნენ გეიმერები წლების განმავლობაში. 

image.jpeg 

Nvidia ლიდერობს ბაზრის 75%-იანი წილით, AMD-ის წილი გაიზარდა 24%-მდე. მეორე კვარტალში მოსალოდნელია ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობის 20%-ით შემცირება. ზრდა მოსალოდნელია წლის ბოლოს ახალი თაობის დაფებისა და ბაზარზე Intel-ის ვიდეო დაფების გამოსვლის გამო. 

JPR დაახლოებით 35 წელია თვალყურს ადევნებს ვიდეო დაფების მიწოდებას. 1998 წელს მიწოდების მოცულობამ პიკს მიაღწია და შეადგინა 116 მილიონ. 2020 წელს მოხდა მხოლოდ 42 მილიონი გრაფიკული ბარათის მიწოდება, გასულ წელს კი - 50 მილიონი, წერს Techspot. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.