Jump to content

NASA გააფართოვებს კონტრაქტს SpaceX-თან და დაამატებს კიდევ 5 პილოტირებულ ფრენას


Recommended Posts

მერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაცხადა თავისი განზრახვა - ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულება SpaceX-თან და დამატოს მას კიდევ 5 პილოტირებული ფრენა. ლონ მასკის კომპანია ახლა ერთადერთი ამერიკლი ოპერატორია, რომელიც ასტრონავტებს აგზავნის ორბიტაზე და მის გარეთ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: spacex.com 

თებერვალში NASA-მ და SpaceX-მა უკვე მოაწერეს ხელი 3.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს კოსმოსურ ხომალდ Dragon-ისა და რაკეტა Falcon 9-ს სამი დამატებითი მისიისთვის: Crew-7, Crew-8 და Crew-9. მაშინ სააგენტომ განაცხადა, რომ შეთანხმების მასშტაბი შეიძლება გაფართოვდეს. თებერვლის კონტრაქტი ეხებოდა შედარებით შორეულ მომავალს: Crew-4-ის გუნდი ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, Crew-5-ის მისია დაგეგმილია სექტემბრისთვის, ხოლო Crew-6 - მომავალ გაზაფხულზე. თუ ახალი ხუთი ფრენა თანმიმდევრობით განხორციელდება, მაშინ ეს იქნება მისიები Crew-14-მდე. 

იმის გათვალისწინებით, რომ SpaceX რჩება NASA-ს პილოტირებული მისიების ერთადერთ ოპერატორად, ხელშეკრულების განახლება მიუთითებს სააგენტოს ეჭვებზე კაფსულა Boeing Starliner-ის მზადყოფნასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში. საფრენმა აპარატმა წარმატებით ჩაატარა სატესტო მისია 26 მაისს, თუმცა რამდენიმე სისტემა არ მუშაობდა საკმარისად საიმედოდ, ამიტომ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აუცილებლად გაჩნდება. 

image.jpeg 

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სამუშაო გეგმა დამტკიცდა 2024 წლამდე და NASA-ს შემოთავაზებაა მის გახანგრძლივება 2030 წლამდე, მაგრამ პროგრამის მთავარ პარტნიორებს მოუწევთ ამ ინიციატივის დამტკიცება. დადასტურებული არ არის, რომ ყველა მონაწილე განაცხადებს თანხმობას. არსებული პირობებით საერთაშორისო კოსმოსური სადგური ითხოვს პილოტირებული მისიების გაგზავნას წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ - ეს ფარავს ობიექტის ტექნიკური მოვლისა და დაგეგმილი სამეცნიერო სამუშაოების საჭიროებებს. 

SpaceX, თავის მხრივ, არ მუშაობს მხოლოდ სამთავრობო შეკვეთებზე - კომპანიამ უკვე გაგზავნა კერძო პილოტირებული მისიები ორბიტაზე ხომალდ Dragon-ით, მათ შორის Inspiration4 2021 წლის სექტემბერში და Ax-1 - 2022 წლის აპრილში. კომპანიას ასევე აქვს კონტრაქტი Polaris-ის კიდევ სამ კერძო მისიაზე Inspiration4-ის წევრ ჯარედ ისააკმანთან, რომელთაგან ბოლო დაგეგმილია სისტემა Starship-ით, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.