Jump to content

არტურ ჰეიესი: Bitcoin-ისა და Ethereum-ის კოტირებებმა უკვე გაიარეს ლოკალური ფსკერი


Recommended Posts

image.jpeg 

Bitcoin-ისა და Ethereum-ის კოტირებმა უკვე მიაღწიეს მიმდინარე ციკლის ფსკერს, თუმცა მოსალოდნელია ბაზრის ტენდენციის შეცვლა, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა შეწყვეტს ძირითადი განაკვეთის გაზრდას. ამის შესახებ განაცხადა კრიპტოდერივატივების ბირჟBitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეისმა. 

ჰეისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციას დამანგრეველი გავლენა აქვს არა მხოლოდ კრიპტო კომპანიებზე, არამედ ტექნოლოგიური სექტორის მოთამაშეებზეც - ის ვენჩურულ ინვესტორებს აიძულებს შეამცირონ თავიანთი ბალანსები. 

BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კრიპტობაზრის კოლაფსის ფონზე ციფრულ აქტივებსა და Nasdaq 100 ინდექსს შორის კორელაცია დაირღვა. მან ასევე აღნიშნა, რომ Bitcoin-ისა და Ethereum-ისთვის ახალი ციკლის ყოველი შემცირება ჯერ კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე წინა ისტორიული მაქსიმუმი. 

image.png 

Bitcoin-ის ბაზრის ციკლები. წყარო: BitMEX. 

image.png 

Ethereum-ის ბაზრის ციკლები. წყარო: BitMEX. 

შესაძლოა არსებობდეს ბირჟა, რომელიც ვაჭრობს იმაზე უფრო მაღალ ან დაბალ დღიურ დონეზე, ვიდრე ჩვენ ვხედავთ. საქმე ის არის, რომ ზოგადად უნდა არსებობდეს ზუსტი და მიახლოებითი დიაპაზონი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ლოკალურ ფსკერად. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს არის 25000-27000 აშშ დოლარი, ხოლო Ethereum-ისა - 1700-დან 1800 აშშ დოლარამდე”, - წერს ჰეისი. 

მაისის შუა რიცხვებში ციფრული ოქროს კოტირებებმა შეადგინა 27 ათასი აშშ დოლარი, Ethereum-მა - 1800 აშშ დოლარი. იმავე თვეში პირველმა კრიპტოვალუტამ დააფიქსირა ცხრა კვირის კლების რეკორდული სერია.  

სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ფასია დაახლოებით 29940 აშშ დოლარი, Ethereum-ის - დაახლოებით 1820 აშშ დოლარი. 

image.png 

BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 
შეგახსენებთ, JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ის სამართლიანი ფასი 38000 აშშ დოლარია. 

Link to comment
Share on other sites

ძალიან წააგავს ეს ბოლო სელაუტი 2021 წლის მაისის ჩინური აგრალვებით და ბანით გამოწვეულ სელაუტს, მაშინ დაჟე უფრო სერიოუზლი % კრახი განიცადა, დაეცა 58000$-ან ფაქტიურათ 30000$ ჯერ მაისში და მერე რომ ავიდა ისევე 40500$ ივნისში ივლისის დასაწყისში ისევ 292000$ დააგდეს კურსი, ანუ % უფრო სერიოზული დაცემები იყო, მაგრამ ნოემბრისთვის კი ავიდა 69000$-მდე ისევე კურსი, ეხლა არ ჩანს რომ გაიზრდება მალე, მაგრამ 50000$ გაცდენა წელსაც შეუძლია ბიტკოინს გააჩნია რა სიტუაცია იქნება შემოდგომისთვის უკვე ბაზარზე, ეხლაც 30000$ ფარგლებში გაყინეს კურსი, არც ყოფილა მცდელობა 40000$ კურსის დაბრუნების, მაგრამ ეხლა მარტო 40000$ დაეცა და მაგან საკმაოთ იმოქმედა სტაგნაციაზე, 26000$ დააგდეს ამჯერათ თან ეგრევე და მაგის შემდეგ უჭირთ ჯერ 32500$ გაცდენა, ეთერეუმზე უფრო სერიოზული სტაგნაციაა დაწყებული, თუმცა მიზეზი ეხლა უფრო ეკომონიკური კრიზისები, დაბალი დოუ ჯონსის ინდექსი და რა თქმა უნდა UST კრახი იყო 100 ცენტიდან უკვე 1.83 ცენტამდე ჩამოვიდა კურსი და ეგ კარგს არაფერს გამოიწვევდა, ვინც მოასწრო დროულათ თანხის გატანა, ეგენი იქნებიან მოგებაში მარტო, რაც არ უნდა იყოს მაგ მაისის დაგდებიდან უკვე 20 დღეზე მეტი გავიდა და რეზკი დაცემის მცდელობა თითქოს მაგის შემდეგ ჯერ აღარ ყოფილა, მაგრამ არც 32500$ იძლევა დიდ ოპტიმიზმს ჯერ, რახან 10000$ კურსის დაგდება ყოველთვის შეუძლიათ ინვესტორებს ბიტკოინზე, მითუმეტეს რამე ცუდი ნიუსი თუ გამოძვრა ისევე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.