Jump to content

გერმანიას ექნება უჩვეულო ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი -გიგანტური ჩიპი Cerebras WSE-2 + HPE Superdome Flex


Recommended Posts

ლაიბნიცის სუპერკომპიუტერულმა ცენტრმა (Leibniz-Rechenzentrum, LRZ), რომელიც გერმანიის სამი უმსხვილესი მსგავსი ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, განაცხადა, რომ შეთანხმება დადო HPE-სა და Cerebras-სთან ახალ ინიციატივა Future Computing-ის ფარგლებში. ამ ინიციატივის მიზანია არასტანდარტული გამომთვლელი ტექნოლოგიების გამოყენება სამეცნიერო კვლევების დაჩქარებისთვის, რომლებიც ევროპის რეგიონში ხორციელდება. 

ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი კომპლექსი Cerebras CS-2, როგორც ცნობილია, საკმაოდ არასტანდარტულია - მისი ჩიპი WSE-2 ყველაზე დიდი პროცესორია მსოფლიოში, აქვს 850 ათასი ბირთვი და 40 გბ სუპერსწრაფი მეხსიერება. ჩიპი იკავებს სტანდარტულ 300-მილიმეტრიან სილიკონის ფირფიტის ფართობს და შედგება 2.6 ტრილიონი ტრანზისტორისგან. 

image.png 

სისტემა CS-2 და მისი მახასიათებლები. წყარო: Cerebras Systems 

მეხსიერების მოცულობა არც ისე დიდია, როგორც ერთი შეხედვით შესაძოა მოგვეჩვენოს, დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავებისთვის მან უნდა იმუშაოს სისტემა HPE Superdome Flex-თან ერთად, რომელსაც შეუძლია შეინახოს და „გამოკვებოს“ სუპერპროცესი რეალურ დროში. 

თავად CS-2 შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც ამაჩქარებლების მასივი: ყველა ბირთვი ერთნაირია, ყველა მათგანი ოთხ მეზობელ ბირთვთან დაკავშირებულია მაღალსიჩქარიანი ინტერკონექტის მეშვეობით, რომელთა ჯამური წარმადობა 220 პბ/წმ-ია. ტრაფიკის გამტარი გზები მიწოდებულია კომპილაციის ეტაპზე. 

image.png 

წყარო: Cerebras Systems 

Cerebras-ის განცხადებით CS-2-ით მხარდაჭერილია მოდელებ ზომებით 120 ტრილიონ პარამეტრამდე, ხოლო ორიგინალური მონაცემები MemoryX-ის წყალობით შეიძლება შეინახოს ძირითადი სისტემის გარეთ წარმადობის დაკარგვის გარეშე. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა ასჯერ გაიზარდოს სამუშაო მოდელის ზომა ერთ CS-2-თან შედარებით გარე მეხსიერების მასივის გარეშე. 

რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, ახალ სისტემაში გამოყენებული იქნება მანქანური სწავლების სტანდარტული ფრეიმვორქები, როგორებიცაა TensorFlow და PyTorch. ასევე ხელმისაწვდომია დაბალი დონის განვითარების ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ნებისმიერი დავალება CS-2-ზე რთული სიგნალის დამუშავებიდან ფიზიკური კანონების გამოყენებით მოდელირებამდე. 

image.png 

ბავარიის შტატის მიერ წამოყენებული ინიციატივა არ შემოიფარგლება მხოლოდ Cerebras/HPE სისტემით. Future Computing პროექტი ასევე შეაფასებს კლასიკური CPU-გამოთვლების ყველა არსებულ თანამედროვე ალტერნატივას, მათ შორის GPU-ებს, FPGA-ებს, სხვადასხვა პროტოტიპს და საინჟინრო ნიმუშებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.