Jump to content

ჩინეთში წარადგინეს ხუთადგილიანი ელექტრომობილი 5900 აშშ დოლარი ფასით და 300 კმ-მდე გავლის მარაგით


Recommended Posts

ჩინეთში დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ „სახალხო“ ელექტრომობილზე - ეს გახლავთ ოთხკარიანი Letin Mengo 48 ცხენის ძალა სიმძლავრით, 300 კილომეტრამდე გავლის მარაგითა და ფასით - 5900 აშშ დოლარიდან. ახალი მანქანა გაბარიტებით შესამჩნევად აღემატება ჩინეთის ელექტრო საავტომობილო ინდუსტრიის წინა ლიდერს - ორკარიან Wuling Hongguang MINIEV-ს - ახალ ელექტრომობილში თავსდება მძღოლი და ოთხი მგზავრი, ხოლო Wuling Hongguang MINIEV-ის შემთხვევაში მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: gadgettendency.com 

Letin Mengo-ს სასაბურავე ბაზ 50 სმ-ით დიდია Wuling Hongguang MINIEV-თან შედარებით და 2442 მმ-ის ტოლია. გაბარიტები შეადგენს 3622 × 1607 × 1525 მმ-ს. ავტომობილს აქვს 9-დუიმიანი ეკრანი ცენტრალურ პანელზე, 5G კავშირი, კონდიციონერი და მძღოლის დამხმარე სისტემა. 

image.jpeg 

Letin Mengo-ში განთავსებულია 48 ცხენის ძალა სიმძლავრის ძრავ. შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის არჩევა, რომელა აკუმულატორების მოცულობა შეიძლება იყოს 11.52, 17.28 და 29.44 კვტ/სთ, რაც აისახება გარბენზე: 130, 185 ან 300 კილომეტრი, შესაბამისად. ამაზეა დამოკიდებული ელექტრომობილის ღირებულებაც: მაქსიმალური კონფიგურაციის ღირებულება 5900-დან 8900 აშშ დოლარამდე იზრდება. 

image.jpeg 

მიიჩნევა, რომ ელექტრომობილი Letin Mengo სპეციალურად შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მოკრძალებული თვიური შემოსავალი დაახლოებით 1000 იუანის ოდენობით (დაახლოებით 150 აშშ დოლარი). ჩინეთში ასობით მილიონი ასეთი ადამიანია. თუმცა Letin Mengo ჩინეთში არ გაიყიდება: დაგეგმილი მიწოდება კამბოჯაში, სამხრეთ კორეაში, პანამაში, პერუსა და ბრაზილიაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.