Jump to content

Zotac-მა წარადგინა მეოთხე თაობის „ზურგჩანთა-კომპიუტერი“ VR GO-4


Recommended Posts

კომპანია Zotac-მა წარადგინა თავისი საფირმო სისტემა, რომელიც გვევლინება, როგორც მეოთხე თაობის „ზურგჩანთა-კომპიუტერი“ სახელწოდებით VR-go-4. 

image.jpeg 

ამ მოწყობილობას აქვს ვიდეო დაფა RTX a4500 და Intel Core i7 სერიის მობილური პროცესორი Tiger Lake 11800h. ამასთან, ვიდეო დაფას აქვს 7168 CUDA ბირთვი და 20 გბ GDDR6 მეხსიერება. 

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ არაგეიმინგ ვიდეო დაფის არჩევა შეგნებულად მოხდა, რადგან ხსენებული დაფა გაცილებით უფრო მძავრია, ვიდრე „საბაზისო დონის“ ნებისმიერი სხვა ვიდეო ადაპტერი. ამასთან, ამ პროდუქტში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ენერგიის დაზოგვას. 

image.jpeg 

ვიდეოდაფა მოიხმარს 200 ვატ ენერგიას, RTX 3080 დაფის ენერგომოხმარება კი 350 ვატისა და ზურგჩანთაში გამოყენების პირობებში მნიშვნელოვნად გააუარესებდა მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დონეს. 

კომპიუტერს აქვს 16 გბ DDR4 მეხსიერება, რომელიც შესაძლოა გაფართოვდეს 32 გბ-მდე. SATA-3 ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია Nvme პროტოკოლის მონაცემთა სანახი დისკის და M.2 ფორმატის ან ნებისმიერი 2.5-დუმიანი SSD-ის დაყენება. 

მოწყობილობას გააჩნია გაფართოების მთელი რიგი კონექტორები, მათ შორისაა ქარდრიდერი, ასევე 90 ვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა სწრაფი შეცვლის შესაძლებლობით. 

ჯერჯერობით უცნობია ამ მოწყობილობის გამოშვების დრო და ღირებულება, მაგრამ თუ წინა ვერსიების ფასზე გაამახვილებთ ყურადღებას, ფასი 2000 აშშ დოლარიდან იწყებოდა. 

სხვა საკითხებთან ერთად პირველი „ზურგჩანთა-კომპიუტერის“ დანერგვის შემდეგ Zotac სისტემატურად აუმჯობესებს დიზაინს და ფუნქციებს და აცხადებს, რომ გააგრძელებს ამ მიმართულების განვითარებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.