Magdalena Posted May 26, 2022 Share Posted May 26, 2022 გამოფენა Computex 2022-ზე კომპანია NVIDIA-მ წარადგინა გეიმინგ მონიტორი ASUS ROG Swift 500Hz, რომელიც შეიქმნა ASUS-სა და მის გეიმინგ ქვეგანყოფილება Republic of Gamers-თან თანამშრომლობით. მონიტორს აქვს 24.1-დუიმიანი პანელი Esports-TN (E-TN) გაფართოებით Full HD (1920×1080 პიქსელი) და დღეისათვის რეკორდული კადრის განახლების სიხშირე - 500 ჰერცი. ფოტოს წყარო: videocardz.com NVIDIA-მ ახალი მონიტორი დაახასიათა, როგორც „G-sync-ის მხარდაჭერის მქონე დისპლეი კიბერსპორტისთვის ყველაზე მცირე შეყოვნებითა და კადრის ყველაზე მაღალი განახლების სიხშირით, რაც კი ოდესმე შექმნილა“. ამ დრომდე კადრის განახლების ყველაზე მაღალ სიხშირეს ASUS ROG Swift სერიაში ფლობდა მონიტორი ASUS ROG Swift 360Hz, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. ASUS-მა და NVIDIA-მ შექმნეს ახალი კიბერსპორტული დისპლეები G-SYNC მხარდაჭერითა და 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, რომლებიც გამიზნულია ისეთი თამაშებისთვის, როგორებიცაა CS:GO, Valorant, Overwatch და League of Legends. მონიტორზე მხარდაჭერილია რეჟიმი NVIDIA G-SYNC Esports Mode ფუნქციით Esports Vibrance, რაც უფრო მკაფიო ფერების აღქმას უზრუნველყოფს. ასევე მხარდაჭერილია ტექნოლოგია NVIDIA Reflex Latency Analyzer, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს სისტემის ჩართვის შეფერხება „როგორც აპარატული უზრუნველყოფის, ისე თამაშების ოპტიმიზაციის გზით“, რაც, როგორც კომპანია ამტკიცებს, გეიმერებს მრავალმომხმარებლიან თამაშებში გახდის უფრო კონკურენტუნარიანს, ერთმომხმარებლიანში კი - უფრო ეფექტურს. ტექნოლოგია Reflex-ით მხარდაჭერილია 900-სერიიდან მოყოლებული GeForce ვიდეო დაფები. კომპანიის თქმით ყოველთვიურად NVIDIA Reflex-ს იყენებს 20 მილიონზე მეტი გეიმერი, რის შედეგად იგი NVIDIA-ს ერთ-ერთი წარმატებული ტექნოლოგია გამოდის. ASUS ROG Swift 500Hz მონიტორზე ხელმისავწდომი პორტებია DisplayPort 1.4, HDMI 2.0, ორი პორტი USB 3.2 და აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. მონიტორის დანარჩენი მახასიათებლები, ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/yckvkyhv Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.