Jump to content

NVIDIA-მ და ASUS-მა წარადგინეს ROG Swift 500Hz - მსოფლიოში პირველი გეიმინგ მონიტორი 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით


Recommended Posts

გამოფენა Computex 2022-ზე კომპანია NVIDIA-მ წარადგინა გეიმინგ მონიტორი ASUS ROG Swift 500Hz, რომელიც შეიქმნა ASUS-სა და მის გეიმინგ ქვეგანყოფილება Republic of Gamers-თან თანამშრომლობით. მონიტორს აქვს 24.1-დუიმიანი პანელი Esports-TN (E-TN) გაფართოებით Full HD (1920×1080 პიქსელი) და დღეისათვის რეკორდული კადრის განახლების სიხშირ- 500 ჰერცი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

NVIDIA-მ ახალი მონიტორი დაახასიათა, როგორც „G-sync-ის მხარდაჭერის მქონე დისპლეი კიბერსპორტისთვის ყველაზე მცირე შეყოვნებითა და კადრის ყველაზე მაღალი განახლების სიხშირით, რაც კი ოდესმე შექმნილა“. ამ დრომდე კადრის განახლების ყველაზე მაღალ სიხშირეს ASUS ROG Swift სერიაში ფლობდა მონიტორი ASUS ROG Swift 360Hz, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. 

image.jpeg 

ASUS-მა და NVIDIA-მ შექმნეს ახალი კიბერსპორტული დისპლეები G-SYNC მხარდაჭერითა და 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, რომლებიც გამიზნულია ისეთი თამაშებისთვის, როგორებიცაა CS:GO, Valorant, Overwatch და League of Legends. 

მონიტორზე მხარდაჭერილია რეჟიმი NVIDIA G-SYNC Esports Mode ფუნქციით Esports Vibrance, რაც უფრო მკაფიო ფერების აღქმას უზრუნველყოფს. ასევე მხარდაჭერილია ტექნოლოგია NVIDIA Reflex Latency Analyzer, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს სისტემის ჩართვის შეფერხება „როგორც აპარატული უზრუნველყოფის, ისე თამაშების ოპტიმიზაციის გზით“, რაც, როგორც კომპანია ამტკიცებს, გეიმერებს მრავალმომხმარებლიან თამაშებში გახდის უფრო კონკურენტუნარიანს, ერთმომხმარებლიანში კი - უფრო ეფექტურს. 

image.jpeg 

ტექნოლოგია Reflex-ით მხარდაჭერილია 900-სერიიდან მოყოლებული GeForce ვიდეო დაფები. კომპანიის თქმით ყოველთვიურად NVIDIA Reflex-ს იყენებს 20 მილიონზე მეტი გეიმერი, რის შედეგად იგი NVIDIA-ს ერთ-ერთი წარმატებული ტექნოლოგია გამოდის. 

ASUS ROG Swift 500Hz მონიტორზე ხელმისავწდომი პორტებია DisplayPort 1.4, HDMI 2.0, ორი პორტი USB 3.2 და აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. 

მონიტორის დანარჩენი მახასიათებლები, ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.