Magdalena Posted May 14, 2022 Posted May 14, 2022 მომავალ წელს გლობალური მარეგულირებლები შექმნიან ერთობლივ ორგანოს კრიპტო ინდუსტრიის რეგულაციების დანერგვის უკეთ კოორდინაციისთვის, განაცხადა IOSCO-ს თავმჯდომარე ეშლი ალდერმა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. Bitcoin-ის მსგავსი ციფრული ვალუტების ბუმი გახდა ერთ-ერთი რამ სამი სფეროდან, რომლებზეც ხელისუფლება ახლა ყურადღებას ამახვილებს COVID-19-სა და კლიმატის ცვლილებასთან ერთად, აღნიშნა მან. „თუ გადავხედავთ იმ რისკებს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, ისინი უამრავია. ინსტიტუციურ დისკუსიებში სერიოზული შეშფოთებაა [კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით]“, - თქვა ალდერმა. მისი აზრით მარეგულირებლები ჩამორჩებიან ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სამი ძირითადი რისკის განხილვაში: კიბერუსაფრთხოების საფრთხეები, ოპერაციული მდგრადობის ნაკლებობა და ინდუსტრიაში გამჭვირვალობის სიმცირე. აუცილებელია კრიპტოვალუტების შემთხვევაშიც ფინანსური ბაზრებისთვის მოქმედი რეგულირების ანალოგის არსებობა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არსებობს. მიიჩნევს IOSCO-ს ხელმძღვანელი. „მაგრამ მე ვფიქრობ, არსებობს მნიშვნელობის გაგება და ეს დღის წესრიგი გახდა. ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილების რეალიზაციას დაახლოებით მომავალი წლისთვის ველოდები“ - განაცხადა ალდერმა. მანამდე კრიპტოვალუტების გლობალური რეგულირების კოორდინაციის შესახებ მოწოდება გასცა ევროპის ცენტრალური ბანკის სამმართველოს წევრმა ფაბიო პანეტამ. https://tinyurl.com/4vvvm9ak Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.