Magdalena Posted May 14, 2022 Share Posted May 14, 2022 კომპანია ASUS ელის დესკტოპ კომპიუტერების, აგრეთვე კომპიუტერის დამოუკიდებლად ასაწყობი გარკვეული მაკომპლექტებლების მიწოდების მოცულობის ვარდნას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. ამის შესახებ წერს რესურსი DigiTimes ASUS-ის ერთ-ერთ დირექტორ Hsien-Yuen Hsu-ს განცხადების საფუძველზე. ფოტოს წყარო: ASUS ASUS-ის ტოპ მენეჯერის თქმით მზა კომპიუტერების მიწოდება მეორე კვარტალში პირველთან შედარებით 10%-ით შემცირდება. ამასთან მოსალოდნელია დედა დაფებისა და გრაფიკული ამაჩქარებლების მიწოდების 10-15%-ით შემცირება. ASUS-ის პროგნოზები შეესაბამება Mercury Research-ის ახალ ანგარიშს. სააგენტოს სპეციალისტ Dean McCarron-ის თქმით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-სა და Intel-ის CPU-ების გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. დესკტოპ პროცესორების მიწოდება კვარტალში 30%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი კვარტალური ვარდნაა ხსენებული ბაზრის ისტორიაში. ამის მიუხედავად AMD-მ შეძლო პროცესორების ბაზრის წილი 27.7%-მდე გაეზარდა, რაც რეკორდულია ამ კომპანიისთვის. მეორე კვარტალში გაყიდვების შემცირების მთავარი მიზეზი მსოფლიოში არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება იქნება, აცხადებს ASUS. გარდა ამისა, მსოფლიო განიცდის ინფლაციის ზრდას, რაც ასევე ანელებს სხვადასხვა ელექტრონიკის გაყიდვებს. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, რომელიც წარსულში იყო გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი და ამავდროულად შემაჩერებელი ფაქტორი ლოჯისტიკაში არსებული პრობლემების გამო, მისი გავლენა გლობალური მიწოდების ჯაჭვზე სუსტდება. DigiTimes-ის ცნობით მაინერების მხრიდან გრაფიკულ დაფებზე მოთხოვნა იკლებს, მაგრამ გეიმერების მხრიდან ამაჩქარებლებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, რაც ხელს უშლის GPU-ების მიწოდების უფრო სერიოზულ შემცირებას, რაზეც ASUS საუბრობს. 2022 წლის პირველ კვარტალში ტაივანური კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 66% მოდიოდა დესკტოპ კომპიუტერებისა და ლეპტოპების გაყიდვებზე. კომპიუტერის კომპონენტები კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 33%-ს შეადგენდა, სმარტფონების გაყიდვები კი - მხოლოდ 1%-ს. ASUS გააგრძელებს ახალი პროდუქტების გამოშვებას 2022 წლის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოს მოგება. კომპანიამ ასევე თქვა, რომ ჩიპების უმეტესობა, რომლებიც ადრე დეფიციტური იყო, ახლა უკვე ხელმისაწვდომია. თუმცა, კომპანია კვლავ ხედავს პრობლემებს ელექტროენერგიის მართვის ინტეგრირებული სქემების (PMICs) და ზოგიერთი სხვა კომპონენტის მიწოდებასთან დაკავშირებით ჩინეთში ახალი ლოქდაუნის ფონზე. გარდა ამისა, ASUS მიუთითებს ლოჯისტიკის საფასურის ზრდაზე. https://tinyurl.com/243ec8zh Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.