Magdalena Posted May 13, 2022 Posted May 13, 2022 Intel-მა წარადგინა Alder Lake-HX - მობილური პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურის კლასის ლეპტოპებისთვის. ამასთან, სერიის ფლაგმანი Core i9-12950HX გახდა პირველი მობილური 16-ბირთვიანი CPU (რვა მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით), რომელსაც შეუძლია იმუშაოს 5.0 გჰც-მდე სიხშირეზე. Intel მიიჩნევს, რომ ასეთი მძლავრი პროცესორები საინტერესო იქნება არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ გეიმერებისთვისაც. როგორც განაცხადა Intel-ის სამომხმარებლო გამოთვლითი განყოფილების მობილური პროდუქტების მარკეტინგის უფროსმა დირექტორმა Daniel Rogers-მა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო გეიმინგ პროცესორი არის Core i9-12900HK, ახალი HX სერიაც გამოსადეგია გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მე-12 თაობის Core HX სერიაში შევიდა შვიდი მოდელი 8-დან 16-მდე ბირთვების ფორმულებით 8P+8E, 6P+8E, 4P+8E და 4P+4E. ყველა მათგანს საკმაოდ მაღალი სიხშირეები გააჩნია. მაღალი წარმადობის ბირთვები ტურბორეჟიმში შესაძლებელია აჩქარდეს 4.4-5.0 გჰც-მდე მოდელის შესაბამისად, ენერგოეფექტური ბირთვების სიხშირის დიაპაზონი კი არის 3.1-3.6 გჰც. ამასთან, სერიის ყველა CPU-ს აქვს 55-ვატიანი სითბური პაკეტი და ტურბორეჟიმში მაქსიმალური ენერგომოხმარება - 157 ვატი. როგორც Intel-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, Alder Lake-HX სერია აერთიანებს პროცესორებს, რომლებიც დაპროექტებულია დესკტოპის ნახევრადგამტარი კრისტალების საფუძველზე. ფაქტობრივად ესენია იგივე დესკტოპ Alder Lake, თუმცა ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობაზე და გადატანილია BGA-პაკეტში. ამიტომ ასეთ პროცესორებს გააჩნია 16 PCIe 5.0 არხი გრაფიკულ დაფასთან მიერთებისთვის და 4 PCIe 4.0 არხი NVMe SSD-სთვის. ეს ფაქტი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, რადგან Core i9-12900HK მოდელის მსგავს მობილურ პროცესორებში არ არის მხარდაჭერილი PCIe 5.0 სალტე. ამასთან, Alder Lake-HX პროცესორებში არ არის წარმოდგენილი ინტეგრირებული კონტროლერი Thunderbolt 4. Alder Lake-HX-ზე დმყარებულ სისტემებს შეუძლია მუშაობა DDR5/LPDDR5 (სიხშირე 4800/5200 მჰც) და DDR4/LPDDR4 (სიხშირე 3200/4267 მჰც) სტანდარტების მეხსიერებებთან. მეხსიერების მოცულობა აღწევს 128 გბ-ს. მხარდაჭერილია ECC. მე-12 თაობის ყველა Core HX მოდელი განბლოკილია ოვერქლოქინგისთვის (გარკვეული შეზღუდვებით), აგრეთვე შესაძლებელია მასთან დაკავშირებული მეხსიერების აჩქარება. ოფიციალური მონაცემების თანახმად Core i9-12900HX სამუშაო აპლიკაციებში წარმადობით აღემატება Core i9-12900HK-ს, i9-11980HK-სა და Ryzen R9-6900HX-ს, თუმცა უპირატესობის კონკრეტული მასშტაბები არ სახელდება. გარდა ამისა, Intel-მა მოიყვანა Core i9-12900HX-ის ტესტირების შედეგები გრაფიკულ დაფა GeForce RTX 3080-ითა და DDR5-4800 მეხსიერებით, რის შედეგად ფიქსირდება FPS-ის სამნიშნა მაჩვენებელი პოპულარულ თამაშებში. მე-12 თაობის Core HX სერიის პროცესორების ბაზაზე დამყარებულ მობილურ სამუშაო სადგურებს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ Dell, HP, Lenovo და სხვა კომპანიები. https://tinyurl.com/438epktn Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.