Jump to content

MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია Bitcoin-ების გაყიდვას არ გეგმავს


Recommended Posts

image.png 

MicroStrategy არ გეგმავს თავისი კრიპტოვალუტის რეზერვების ლიკვიდაციას. იმისთვის, რომ კომპანიას ამოეწუროს ციფრული აქტივები სესხების უზრუნველსაყოფად, Bitcoin-ის ფასი 3562 აშშ დოლარზე დაბლა უნდა დაეცეს, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა. 

„MicroStrategy-მ აიღო 205 მლნ აშშ დოლარის ვადიანი სესხი და უნდა უზრუნველყოს 410 მლნ აშშ დოლარი გირაოს უზრუნველყოფისთვის. კომპანიას აქვს 115 109 BTC, რომელთა ჩადებაც შესაძლებელია. თუ Bitcoin-ის ფასი 3562 აშშ დოლარს ქვევით ჩამოვა, შეგვიძლია სხვა გირაო განვათავსოთ“ - განაცხადა მან. 

მანამდე კომპანიამ 2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. საანგარიშგებო პერიოდისთვის მან გამოიმუშავა 119.3 მლნ აშშ დოლარი 298 მლნ აშშ დოლარის დანახარჯით, ეს უკანასკნელი კი მოიცავს 170.1 მლნ აშშ დოლარს, რაც გამოწვეულია მისი ციფრული აქტივების უარყოფითი გადაფასების შედეგად. 

MicroStrategy-ს ბალანსზე აქვს 129 218 BTC - სტატიის წერის მომენტში არსებული კურსის თანახმად 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. ამასთან 115 109 BTC ინახება MacroStrategy-ს ქვეგანყოფილების რეზერვებში. კომპანია 95643 BTC-ს „დაუხარჯავად“ მიიჩნევს. 

image.png 

MicroStrategy-ს კრიპტოვალუტების ბალანსი. წყარო: MicroStrategy 

9 მაისს კრიპტო ბაზრის ვარდნის ფონზე MicroStrategy-ს აქციების ფასი 25%-ზე მეტით შემცირდა. 10 მაისს Nasdaq-ზე პრემარკეტის მიმდინარეობისას ფასიანმა ქაღალდებმა დაიბრუნა დაკარგულის ნაწილი, თუმცა მთავარი სესიის გახსნის შემდეგ კოტირებებმა კვლავ შემცირება დაიწყო. 

სტატიის წერის მომენტში აქციების ფასი დაახლოებით 216 აშშ დოლარია. 

image.png 

MSTR/USD-ის საათობრივი გრაფიკი Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. 

გასულ თვეში სეილორმა Bitcoin-ის ყიდვას წარმატებული პოლიტიკა უწოდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.