Jump to content

2023 წელს AMD გამოუშვებს პროცესორს დისკრეტული GeForce RTX 3060 დაფის დონის ინტეგრირებული გრაფიკით


Recommended Posts

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გვსმენია AMD-ის გეგმების შესახებ - გამოუშვას სუპერ სწრაფი APU ინტეგრირებული გრაფიკით, რომელსაც შეუძლია საშუალო დონის დისკრეტული გრაფიკული დაფების წარმადობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული პროგრესი. პირველ რიგში, AMD-ს აქვს მეგაპოპულარული Ryzen 7 5700G, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი გრაფიკული კომპონენტებით. ასევე გაყიდვაშია სერია Ryzen 6000 Rembrandt, რომელშიც ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი განკუთვნილია მხოლოდ ლეპტოპებისთვის და დეფიციტშია, რადგანაც ლიზა სუს თავისი პრიორიტეტები გააჩნია. ამჟამად AMD გახლეჩილია გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და სასერვერო პროცესორების წარმოებას შორის, ლეპტოპებისთვის ადგილი არ არის, თუმცა ჰორიზონტზე ახალი სერია Ryzen 7000 მოჩანს. 

image.jpeg 

ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული დესკტოპ პროცესორები გაყიდვაში სექტემბრიდან გამოჩნდება. ისინი დაფუძნებული იქნება Zen 4 არქიტექტურაზე და შეძლებენ შემოგვთავაზონ არა მხოლოდ IPC-ის ორნიშნა ზრდა, არამედ DDR5 სტანდარტის ოპერატიულ მეხსიერებაზე გადასვლაც. 2020 წელს მიიჩნეოდა, რომ ეს პროცესორები 2021 წლის შემოდგომაზე გამოვიდოდა, მაგრამ ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტმა და Apple-ის სიხარბემ განაპირობა, რომ AMD-ს აღარაფერი დარჩა პერსპექტიული დესკტოპ პროცესორების გამოშვების გადავადების გარდა. სწორედ ამით აიხსნება Intel-ის მოულოდნელი ნახტომი, როდესაც მე-12 თაობა მოულოდნელად არა მარტო წინ გაიჭრა, არამედ პირველმა შემოგვთავაზა DDR5 სტანდარტი PCIe 5.0-თან ერთად. 

ჯამში AMD-ის გეგმები ახალ არქიტექტურასთან დაკავშირებით შთამბეჭდავად გამოიყურება. სასერვერო EPYC-ისა და მაღალი წარმადობის Threadripper-ის გარდა ვიხილავთ დესკტოპ სერიას Ryzen 7000 Raphael, აგრეთვე მაღალი წარმადობის მობილურ ჩიპებს Dragon Range და ულტრაბუკებისთვის განკუთვნილ სერიას - Phoenix. AMD კვლავ გვპირდება ისტორიაში საუკეთესო გეიმინგ პროცესორებს, მაგრამ ეს არის მობილური ჩიპების სერია, რომელიც ნამდვილად რევოლუციური უნდა იყოს. 

image.jpeg 

ინსაიდერები აცხადებენ, რომ მობილური პროცესორები Phoenix შემოგვთავაზებენ ინტეგრირებულ გრაფიკას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დისკრეტულ ვიდეო დაფა GeForce RTX 3060-ის დონის წარმადობა. ასეთ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს განსხვავება დესკტოპ GeForce RTX 3060-სა და მის მობილურ ვერსიას შორის, რომლის TDPის დონე 60 ვატია. ჯერჯერობით Ryzen 7000U Phoenix სერიის შესახებ არსებული ოფიციალური ინფორმაცია ძალიან მწირია, თუმცა ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ AMD აპირებს ფასის საკმაოდ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას. სავარაუდოდ, სუპერსწრაფი გრაფიკის მქონე სწრაფი, ენერგოეფექტური ჩიპის ფასი 1200 აშშ დოლარამდე იქნება. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არაოფიციალურია, რადგან სერიის გამოსვლამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. 

image.png 

მიიჩნევა, რომ Ryzen 7000U Phoenix-ის ანონსი შედგება საერთაშორისო გამოფენა CES 2023-ზე. იგი ტრადიციულად გაიმართება იანვარში, მის ფარგლებში ვიხილავთ ბევრ სიახლეს, რომელთა შესახებ ინფორმაციას ინსაიდერები ფლობენ. სხვათა შორის, თუ  გეგმავთ ლეპტოპის ყიდვას 2023 წელს, მაშინ ღირს უკეთ დააკვირდეთ Dragon Range სერის. ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ პროცესორებ ექნება 16 ბირთვამდე და დამზადდება ჩიპლეტების ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც შესაძლებელს გახდის წარმადობის უზარმაზარ ნახტომს ამჟამინდელ გადაწყვეტილებებთან შედარებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...