Jump to content

Intel Alder Lake-HX მობილურ პროცესორებს ექნება 16-მდე ბირთვი და PCIe 5.0-ის მხარდაჭერა


Recommended Posts

10 მაისს გაიმართება ღონისძიება VISON და მის ფარგლებში კომპანია Intel წარადგენს პროცესორების მორიგ სერიას კოდური დასახელებით Alder Lake-HX. ეს სერია იქნება პირველი მობილური ხაზი, რომელშიც 16-ბირთვიანი პროცესორები შევა. 

პროცესორების განახლებულ სერიაში შესულ პროცესორებს ექნება BGA პაკეტი. ერთ-ერთი გამოქვეყნებული სლაიდი ამტკიცებს, რომ BGA-ს ზომა ისეთივე იქნება, როგორიც არის დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი LGA (45 x 37.5 მმ), განსხვავებული იქნება მხოლოდ სიმაღლე, რომელიც შემცირდა 4.4-დან 2 მილიმეტრამდე.  

Alder Lake-HX ჩიპები იქნება ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი ახალი ტიპის პროცესორები სიმძავრით 55 ვატი და ისინი წარმოდგენილი იქნება მაღალი წარმადობის გეიმინგ სისტემებსა და სამუშაო სადგურებში. ახალ პროცესორებში გაზრდილი იქნება ბირთვების რაოდენობა, სიმძლავრე და PCIe არხების რაოდენობა. PCI Express-ზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ Alder Lake-HX იქნება პირველი მობილური პლატფორმა უახლესი PCIe Gen5 ინტერფეისის მხარდაჭერით. გარდა ამისა, მომხმარებლები მიიღებენ ჯამში 48 PCIe არხს (Gen5 x16 + Gen4 x20 + Gen3 x 12), რაც აღემატება Alder Lake-H-ს (Gen4 x16 + Gen3 x12). 

image.png 

Alder Lake-HX-ის კიდევ ერთი სიახლეა აჩქარების გაუმჯობესებული შესაძლებლობა. პლატფორმას აქვს XMP 3.0 პროფილის მქონე DDR5-ისა და ფუნქცია Dynamic Memory Boost-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ენერგოეფექტური ბირთვების აჩქარება, ასევე განახლებული Intel Speed Optimizer და Extreme Tuning Utility. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Intel-ის მტკიცებით ყველა HX მოდელზე მხარდაჭერილი იქნება აჩქარების შესაძლებლობა. 

როგორც ამ დრომდე ითქვა, პროცესორებს ექნება 16-მდე ბირთვი 5 გჰც-მდე სიხშირით. ყველა HX პროცესორს ექნება იდენტური საბაზისო სიმძლავრე 55 ვატი და მაქსიმალური - 157 ვატამდე, რაც 42 ვატით მეტია Alder Lake-H სერიის პროცესორებთან შედარებით. 

გარდა ამისა, რადგანაც ახალი მოდელები დესკტოპ პერსონალური კომპიუტერების ჩიპებზეა დამყარებული, გრაფიკული პროცესორის ბირთვები შემცირდა 32-მდე ან 16-მდე მოდიფიკაციის შესაბამისად. თუმცა ეს ფაქტი არ არის შემაშფოთებელი, რადგან ამ პროცესორების მქონე ყველა გეიმინგ ლეპტოპს მძლავრი ვიდეო დაფა ექნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.