Jump to content

Opera Crypto Browser-ში დაემატა BNB Chain-ის მხარდაჭერა


Recommended Posts

image.png 

ნორვეგიულმა კომპანია Opera-მ კრიპტობრაუზერში დაამატა BNB Chain-ის ბლოკჩეინის მხარდაჭერა, გახსნა წვდომა აქტივებსა და ქსელის ეკოსისტემის დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე. 

Opera-ს გუნდმა აღნიშნა, რომ BNB Chain არის სმარტ-კონტრაქტების უმსხვილესი პლატფორმა ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვის თვალსაზრისით - მათი რაოდენობა 4 მილიონია. კვირის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა საშუალოდ 36 მილიონია, ქსელის DeFi პროექტებში დაბლოკილი თანხების ღირებულება კი 13 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. 

BNB Chain-ში ტრანზაქციებსა და თანხებზე წვდომის პარალელურად Opera გზას გიხსნით dapp-ებისკენ პოპულარული DEX-ების ჩათვლით, როგორებიცაა PancakeSwap, 1inch და BiSwap, აგრეთვე ისეთი ინოვაციური პროდუქტები, როგორებიცაა  DRIP Venus, Tranchess, Treehouse, ApeSwap და AutoShark Finance“ - ნათქვამია განცხადებაში. 

ქსელის ეკოსისტემა მოიცავს GameFi აპლიკაციებს (StarSharks, Thetan Arena, StarNift, SecondLive) და პროდუქტებს NFT სეგმენტისთვის (Galaxy, NFTrade, Galler), აღნიშნა კომპანიამ. 

BNB Chain ინტეგრირებულია ბრაუზერის როგორც დესკტოპ, ისე მობილურ ვერსიაში. 

მარტში Opera Crypto Browser-ზე დამატა შემდეგი აქტივების მხარდაჭერა: Bitcoin, Solana, Polygon, Celo, Nervos Network, StarkEx, IXO და Ronin sidechain. 

შეგახსენებთ, რომ დეველოპერებმა Web 3.0-ზე ორიენტირებული „კრიპტობრაუზერი“ 2022 წლის იანვარში წარადგინეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.