Magdalena Posted May 6, 2022 Posted May 6, 2022 ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს ახალი ინფორმაცია Google-ის სმარტფონის შესახებ, რომელსაც დასაკეცი დისპლეი ექნება. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობა კომერციულ ბაზარზე გამოვა კოდური სახელით - Pixel Notepad. ფოტოს წყარო: pixabay.com / Pexels მოწყობილობის მახასიათებლების არაოფიციალური ინფორმაციის წყაროა ავტორიტეტული ინსაიდერი Ross Young, რომელიც ზუსტი პროგნოზებით არის ცნობილი. სმარტფონი Pixel Notepad „წიგნის ფორმატში“ იქნება წარმოდგენილი - Samsung Galaxy Z Fold-ის მსგავად. ცნობილია, რომ გაჯეტს ექნება დრეკადი ეკრანი, რომელიც მზადებაში არსებული Galaxy Z Fold 4-ის ზომის იქნება: Pixel Notepad-ის ძირითადი ეკრანის ზომა შეადგენს დაახლოებით 7.6 დუიმს. კორპუსის გარე მხარეს განთავსებული იქნება დამხმარე 5.8-დუიმიანი ეკრანი. მოწყობილობას სავარაუდოდ ექნება პროცესორი Tensor, 8-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, აგრეთვე ძირითადი კამერები, რომლებშიც შევა 12.2-მეგაპიქსელიანი IMX363 სენსორი და 12-მეგაპიქსელიანი IMX386 მოდული. Pixel Notepad-ის ოფიციალური პრეზენტაცია შესაძლოა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართოს. მისი ფასი დაახლოებით 1400 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/33u55cme Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.