Jump to content

პიტერ ბრანდტი Bitcoin-ის ფასის 28 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ვარდნას პროგნოზირებს


Recommended Posts

image.png 

Bitcoin ჩამოვა 28 ათას აშშ დოლარიან დონეზე - თვლის ტრეიდერი და Factor LLC-ის ხელმძღვანელი პიტერ ბრანდტი. 

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა წლის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ფასის ფორმირებასა და მისი ქვედა ზღვარის რღვევაზე. 

„დათვური არხის დასრულება, როგორც წესი, მისი სიგანის ტოლ შემცირებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში მკაცრი ტესტი იქნება 32 ათას აშშ დოლარიან დონეზე, თუმცა მე ვფიქრობ 28 ათას აშშ დოლარიანი დონე დაფიქსირდება“ - განაცხადა ბრანდტმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროგნოზით იგი არ ხდება „Bitcoin-ის მოძულე“. 

1 მაისს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებმა განაახლა ლოკალური მინიმუმი 38 ათას აშშ დოლარს ქვემოთ. 

აპრილში BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა არტურ ჰეისმა ივარაუდა, რომ Bitcoin 30 000 აშშ დოლარამდე დაეცემა წლის პირველი ნახევრის ბოლოს. მან ეს მიაწერა ინდექს Nasdaq 100-ის (NDX) შესაძლო ვარდნას, რომელთანაც ციფრული ოქრო დიდ კორელაციაშია. 

image.png 

NDX/USD-ის ოთხსაათიანი გრაფიკი Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. 

Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ სტატისტიკურმა კავშირმა Bitcoin-სა და Nasdaq-ის ინდექსს შორის მიაღწია უმაღლეს დონეს 2020 წლის ივლისის შემდეგ. 

თუმცა წლის ბოლოსთვის Fintech-ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ Finder-ის გამოკითხვაში, წამყვანი კრიპტოვალუტის კოტირებებს ელოდებიან 65 ათას აშშ დოლარს ზემოთ. 

Bitcoin-ის პერსპექტივაში ეჭვი არ ეპარება არტურ ჰეიესს, რომლის პროგნოზით ათწლეული ბოლოს მისი ფასი 1 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. 

ბრანდტის აზრით ციფრული ოქრო ბაზრის ხარულ ტრენდს 2024 წლის მაისში დაუბრუნდება. 

Link to comment
Share on other sites

დიდი ხანია უკვე მაგაზე მიდის საუბარი, ანუ ბიტკოინი რომ ჩამოცდება ისევე 30000$ და ზოგი 20000$ ქვემოთაც პროგნოზირებდა, მაგრამ ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც კი 29200$ ქვემოთ არ დაცემულა, ეგეთი იყო 2020 წელს მაისში რომ დაეცა ჩინეთმა რომ აგრძალა კრიპტო და მაინინგი მთლიანათ და მეორე იანვარ-თეთერვალში წელს უკვე ბევრი ნეგატიური ინფოები რომ წამოვიდა და მერე რუსეთი რომ შეიჭრა უკრაინაში, მაგ პერიოდშიც მაქსიმუმ დააგდეს კურსი 33000 და 34700$, მაგის შემდეგ 37000$ ქვემოთ აღარც დაუგდიათ დიდათ უკვე ბოლო თვეებში, ეხლაც 39000$ დაახლოებით მაღალი კურსი ეგ არაა მაგრამ შეიძლება დაცემის მაგივრათ პირიქით გაზარდონ ზაფხულში, მაგრამ დაცემები კიდე იქნება თუნდაც 35000$ ქვემოთ, ზაფხულში იცის ხოლმე შესუსტება კურსმა, ეგ ეგეთივე პროგნოზია როგორც 100000$ და უფრო მაღალი კურსი, ანუ შეიძლება ავიდეს ადრე თუ გვიან მაგრამ უეჭველი ავა თუ არა ეგ ჯერ არ ჩანს 1-2 წელში მაინც, როგორც 28000$ ან უფრო დაბალზე დაცემა თუნდაც წელს, ისე ჯამური კაპიტალიზაციის  3000$ მილიარდის გაცდენის შემდეგ ეხლანდელი 1800-1900 მილიარდი საკმაოთ დაბლათ ითვლება უკვე ბოლო 2-1 წლის მანძილზე, 20000-28000$ ეგ კიდე 300-400$ მილიარდის გამოტანაა, რამდენათ აწყობთ ეგ კრუპნი ვეილსებს და სხვა დიდ ინვესტორებს კიდე საკითხავია, ანუ საკმაოთ ბევრმა უნდა გამოიტანოს დიდი თანხები მაგხელა დაცემა რომ მოხდეს და იგივეს თქმა შეიძლება 5000$ და მეტ მილიარდზე თუ ავიდა, ანუ რამდენიმა ათაოსობით მილიარდი დოლარია კიდე ჩასადები, რაც ეხლაა რომ ორი მაგხელა კაპიტალი დაფიქსირდეს ბაზარზე, მაგრამ როგორც ყოველთვის რაღაც საშვალო დაფიქსირდება, არც ადრე ეგონა 3000$ ბიტკოინის დაცემის შემდეგ 20000$-ან რომ კურსი 2 წლის შემდეგ უეჭველი 20000$ გაცდებოდა ან მითუმეტეს 70000$ აარტყამდე 20000$ გაცდენის შემდეგ თუნდაც, ამიტომ ეგ პროგნოზებიც რეალურათ ჟღერს და ჰანტასმაგორია არაა, როგორც 20000$ კურსის დაგდება თუ ძალიან გაუჭირდათ და სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, თუმცა რასაც ვუყურებ ეხლა მთავარი პრობლემა მაინც უკრაინის ომია უკვე და არა კოვიდი და დაძაბული გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში, მაგ სანქციებით თვითონაც ზარალდება ევროპა არა მარტო რუსეთი, რახან უფრო ძვირათ მოუწევთ ნავთობის და გაზის შესყიდვა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.