Magdalena Posted May 2, 2022 Share Posted May 2, 2022 Intel გეგმავს დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ბარათების გამოშვებას მეორე კვარტლის ბოლომდე, ანუ არაუგვიანეს 30 ივნისისა. ეს ინფორმაცია დაადასტურა 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლო ანგარიშის კონფერენციაზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა. „AXG (განყოფილება Accelerated Computing Systems and Graphics Group, რომელიც ქმნის ვიდეო დაფებს) გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენ უკვე გამოვუშვით მობილური გრაფიკული დაფები. მეორე კვარტალში გვექნება დესკტოპ გრაფიკული დაფები და მეტი გრაფიკა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ შევავსებთ პროდუქციის ხაზს“, - განაცხადა გელსინგერმა. არსებული ცნობების თანახმად Intel-მა გამოუშვა რვა სხვადასხვა დისკრეტული ვიდეო დაფა Arc Alchemist სერიაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მიმდინარე ზაფხულში ვიხილოთ. დიდი ალბათობით, Intel-ის ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად არის არა აპარატურული, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მხარე. დრაივერების პაკეტების შექმნა, რომლებიც სტაბილური და ოპტიმალურია თანამედროვე თამაშებისთვის, სამუშაოს დიდ ნაწილს შეადგენს და მისი შესრულება Intel-ს სწორი მიმართულებით სურს. „გეიმერი თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ ზოგ მნიშვნელოვან თამაშზე მიმდინარეობს დიდი შრომა ოპტიმიზაციისთვის და ასეთი სამუშაო სრული სვლით მიდის“ - აღნიშავს გელსინგერი. Intel მუშაობს OEM პარტნიორებთან, რათა გამოუშვას ახალი გრაფიკული დაფები და პროდუქტები. Intel-ის ხელმძღვანელმა პირველად აღნიშნა, რომ კომპანია ავითარებს Arc 9 დესკტოპ გრაფიკას: ”ნახავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გამოჩნდება ბაზარზე. გვაქვს მესამე ვერსია (Arc 3). გვექნება მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე ვერსიები (Arc 5, Arc 7 და Arc 9), რომელთა შემუშავებას მიმდინარე წელს ვაპირებთ“. ახალი ვიდეო დაფების გამოშვების კონკრეტული თარიღები არ სახელდება. სავარაუდოდ შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე, მეორე კვარტლის ბოლოს ვიხილავთ Intel-ის დესკტოპ გრაფიკას, თუმცა უცნობია რა ვიდეო დაფები იქნება. ჯამში Intel წლის ბოლომდე გამოუშვებს დესკტოპ ვიდეო დაფების სრულ ასორტიმენტს საწყისი დონიდან ფლაგმანებამდე. Intel აგრეთვე ეტაპობრივად გამოუშვებს ახალ მობილურ გრაფიკას - ჯერ გამოსულია მხოლოდ უმცროსი ვერსია Arc 3. https://tinyurl.com/3pt3hhcz Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.