Jump to content

Intel-ის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ Arc სერიის დესკტოპ ვიდეო დაფები ორი თვის განმავლობაში გამოვა


Recommended Posts

Intel გეგმავს დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ბარათების გამოშვებას მეორე კვარტლის ბოლომდე, ანუ არაუგვიანეს 30 ივნისისა. ეს ინფორმაცია დაადასტურა 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლო ანგარიშის კონფერენციაზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა. 

image.jpeg 

„AXG (განყოფილება Accelerated Computing Systems and Graphics Group, რომელიც ქმნის ვიდეო დაფებს) გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენ უკვე გამოვუშვით მობილური გრაფიკული დაფები. მეორე კვარტალში გვექნება დესკტოპ გრაფიკული დაფები და მეტი გრაფიკა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ შევავსებთ პროდუქციის ხაზს“, - განაცხადა გელსინგერმა. 

რსებული ცნობების თანახმად Intel-მა გამოუშვა რვა სხვადასხვა დისკრეტული ვიდეო დაფა Arc Alchemist სერიაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მიმდინარე ზაფხულში ვიხილოთ. დიდი ალბათობით, Intel-ის ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად არის არა აპარატურული, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მხარე. დრაივერების პაკეტების შექმნა, რომლებიც სტაბილური და ოპტიმალურია თანამედროვე თამაშებისთვის, სამუშაოს დიდ ნაწილს შეადგენს და მისი შესრულება Intel-ს სწორი მიმართულებით სურს. „გეიმერი თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ ზოგ მნიშვნელოვან თამაშზე მიმდინარეობს დიდი შრომა ოპტიმიზაციისთვის და ასეთი სამუშაო სრულ სვლით მიდის“ - აღნიშავს გელსინგერი. 

image.jpeg 

Intel მუშაობს OEM პარტნიორებთან, რათა გამოუშვას ახალი გრაფიკული დაფები და პროდუქტები.  Intel-ის ხელმძღვანელმა პირველად აღნიშნა, რომ კომპანია ავითარებს Arc 9 დესკტოპ გრაფიკას: ”ნახავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გამოჩნდება ბაზარზე. გვაქვს მესამე ვერსია (Arc 3). გვექნება მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე ვერსიები (Arc 5, Arc 7 და Arc 9), რომელთა შემუშავებას მიმდინარე წელს ვაპირებთ“. 

ახალი ვიდეო დაფების გამოშვების კონკრეტული თარიღები არ სახელდება. სავარაუდოდ შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე, მეორე კვარტლის ბოლოს ვიხილავთ Intel-ის დესკტოპ გრაფიკას, თუმცა უცნობია რა ვიდეო დაფები იქნება. ჯამში Intel წლის ბოლომდე გამოუშვებს დესკტოპ ვიდეო დაფების სრულ ასორტიმენტს საწყისი დონიდან ფლაგმანებამდე. Intel აგრეთვე ეტაპობრივად გამოუშვებს ახალ მობილურ გრაფიკას - ჯერ გამოსულია მხოლოდ უმცროსი ვერსია Arc 3.  

Link to comment
Share on other sites

  • Power_VANO changed the title to Intel-ის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ Arc სერიის დესკტოპ ვიდეო დაფები ორი თვის განმავლობაში გამოვა

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.