Jump to content

Intel Arc A370М გრაფიკის მქონე პირველი ლეპტოპები აშშ გაყიდვაში გამოჩნდა 1400 აშშ დოლარიდან


Recommended Posts

Intel Arc Alchemist A სერიის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის მქონე ნოუთბუქები და ულტრაბუქები ამერიკულ მსხვილ რითეილერებთან გამოჩნდა გაყიდვაში - წერს პორტალი Tom’s Hardware. ASUS-ისა და HP-ს ორი მოდელი აღმოჩენილ იქნა საცალო ქსელ Best Buy-ზე. ორივე ლეპტოპს აქვს ვიდეო დაფა Arc A370М 4 გბ GDDR6ნ მეხსიერებით. ახალი მოწყობილობების ფასი დიდად სახარბიელო არ არის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Best Buy 

ულტრაბუკ ASUS Zenbook Flip მოდელში წარმოდგენილია 12-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-12700H, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, 1 ტბ NVMe SSD და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. ეს ლეპტოპი იყიდება 1400 აშშ დოლარად. ლეპტოპს აქვს 360 გრადუსით მბრუნავი 15.6-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი. 

image.png 

მოდელ HP Spectre x360-ს (16-f1023dx), რომლის ფასია 2000 აშშ დოლარი, ასევე აქვს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეი და ვიდეო დაფა Arc A370M. ლეპტოპში მოცემულია 12-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1260P, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200 და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ლეპტოპს ასევე აქვს 16-დუიმიანი სენსორული OLED-დისპლეი გვერდების შეფარდებით 8:5 და გაფართოებით 3840 × 2400 პიქსელი. 

image.png 

ორივე ლეპტოპი აგებულია პლატფორმა Intel Evo-ზე, აქვს უსადენო კავშირის სტანდარტ Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა და კონექტორი Thunderbolt 4 (USB Type-C). კომპანიებს არ მიუთითებიათ მოწყობილობების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა, თუმცა პლატფორმა Evo-ს ბოლო მახასიათებლების თანახმად ლეპტოპებმა უნდა უზრუნველყონ არანაკლებ 9 საათი ავტონომიური მუშაობა და უნდა ჰქონდეთ სწრაფი გამოღვიძების ფუნქცია. 

Tom's Hardware-ის აზრით ზემოაღნიშნული ლეპტოპების ღირებულება არაგონივრულად მაღალია. რესურსი აღნიშნავს, რომ იმავე 1400-2000 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ გეიმინგ ლეპტოპები იმავე ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 ან GeForce RTX 3070 გრაფიკული დაფებით. მაგალითად, ASUS ROG Zephyrus G14 მოდელის ფასი 1560 აშშ დოლარია. ამ ფასად ლეპტოპი გვთავაზობს Ryzen 9 5900HS პროცესორს და GeForce RTX 3060 ვიდეო დაფას. ამავდროულად, ეს მოწყობილობა უფრო მსუბუქია, ვიდრე ASUS Zenbook-ისა და HP Spectre-ის მითითებულ მოდელებ. 

1400-დან 2000 აშშ დოლარამდე ფასის დიაპაზონი კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A370M დაფას ვერ ვუწოდებთ სწრაფ ვიდეო დაფას თანამედროვე სტანდარტებით. AMD-ის განცხადებით მისი საბაზისო დონის მობილური ამაჩქარებელი Radeon RX 6500M 27-დან 144%-მდე უფრო სწრაფი, ვიდრე Intel-ის პროდუქტი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.