Magdalena Posted April 28, 2022 Share Posted April 28, 2022 Intel Arc Alchemist A სერიის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის მქონე ნოუთბუქები და ულტრაბუქები ამერიკულ მსხვილ რითეილერებთან გამოჩნდა გაყიდვაში - წერს პორტალი Tom’s Hardware. ASUS-ისა და HP-ს ორი მოდელი აღმოჩენილ იქნა საცალო ქსელ Best Buy-ზე. ორივე ლეპტოპს აქვს ვიდეო დაფა Arc A370М 4 გბ GDDR6ნ მეხსიერებით. ახალი მოწყობილობების ფასი დიდად სახარბიელო არ არის. ფოტოს წყარო: Best Buy ულტრაბუკ ASUS Zenbook Flip მოდელში წარმოდგენილია 12-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-12700H, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, 1 ტბ NVMe SSD და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. ეს ლეპტოპი იყიდება 1400 აშშ დოლარად. ლეპტოპს აქვს 360 გრადუსით მბრუნავი 15.6-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი. მოდელ HP Spectre x360-ს (16-f1023dx), რომლის ფასია 2000 აშშ დოლარი, ასევე აქვს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეი და ვიდეო დაფა Arc A370M. ლეპტოპში მოცემულია 12-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1260P, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200 და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ლეპტოპს ასევე აქვს 16-დუიმიანი სენსორული OLED-დისპლეი გვერდების შეფარდებით 8:5 და გაფართოებით 3840 × 2400 პიქსელი. ორივე ლეპტოპი აგებულია პლატფორმა Intel Evo-ზე, აქვს უსადენო კავშირის სტანდარტ Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა და კონექტორი Thunderbolt 4 (USB Type-C). კომპანიებს არ მიუთითებიათ მოწყობილობების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა, თუმცა პლატფორმა Evo-ს ბოლო მახასიათებლების თანახმად ლეპტოპებმა უნდა უზრუნველყონ არანაკლებ 9 საათი ავტონომიური მუშაობა და უნდა ჰქონდეთ სწრაფი გამოღვიძების ფუნქცია. Tom's Hardware-ის აზრით ზემოთაღნიშნული ლეპტოპების ღირებულება არაგონივრულად მაღალია. რესურსი აღნიშნავს, რომ იმავე 1400-2000 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ გეიმინგ ლეპტოპები იმავე ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 ან GeForce RTX 3070 გრაფიკული დაფებით. მაგალითად, ASUS ROG Zephyrus G14 მოდელის ფასი 1560 აშშ დოლარია. ამ ფასად ლეპტოპი გვთავაზობს Ryzen 9 5900HS პროცესორს და GeForce RTX 3060 ვიდეო დაფას. ამავდროულად, ეს მოწყობილობა უფრო მსუბუქია, ვიდრე ASUS Zenbook-ისა და HP Spectre-ის მითითებული მოდელები. 1400-დან 2000 აშშ დოლარამდე ფასის დიაპაზონი კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A370M დაფას ვერ ვუწოდებთ სწრაფ ვიდეო დაფას თანამედროვე სტანდარტებით. AMD-ის განცხადებით მისი საბაზისო დონის მობილური ამაჩქარებელი Radeon RX 6500M 27-დან 144%-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე Intel-ის პროდუქტი. https://tinyurl.com/4mmppy3x Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.