Jump to content

ევროკომისიამ მიიღო 10000 კომენტარი ციფრულ ევროზე


Recommended Posts

image.png 

ევროპის კომისიამ მიიღო დაახლოებით 10000 საჯარო კომენტარი ციფრულ ევროზე. ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 

პროცესი 5 აპრილს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. მისი მიზანია მიიღოს გამოხმაურება CBDC-ის შესაძლო შექმნისა და რეგულირების შესახებ. 

Finextra-ს ცნობების მიხედვით ამ პერიოდში ასევე იმართება კონსულტაციები, რომლებიც უნდა დაეხმაროს პოლიტიკოსებს, განიხილონ შემდეგი საკითხები: 

  • მომხმარებლის საჭიროებები და მოლოდინები ციფრული ევროს მიმართ; 

  • CBDC-ის როლი საცალო გადახდებში და ევროკავშირის ციფრულ ეკონომიკაში; 

  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების გამოყენება, კონფიდენციალურობა, მონაცემთა დაცვის ასპექტები და საერთაშორისო გადახდები. 

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით კონსულტაციები უნდა ავსებდეს საზოგადოებრივ აზრს. კერძოდ, კომისია დაინტერესებულია დარგის ექსპერტების, გადახდის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერების, დეველოპერების, ვაჭრების, მომხმარებელთა გაერთიანებების, მარეგულირებლების, ზედამხედველების და სხვა ექსპერტების პოზიციებით. 

ციფრული ევროს გამოშვების ინიციატივა 2019 წლის ნოემბერში გაჩნდა. 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი ანგარიში ამ თემაზე. 

2021 წლის გაზაფხულზე მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე რისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია გამოსცეს საკუთარი CBDC ოთხ წელიწადში, თუ პოლიტიკოსები პროექტს დაამტკიცებენ. 

ივლისში ECB-ის მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა დაეწყო CBDC-ის კვლევის ეტაპი, ხოლო ოქტომბერში მარეგულირებელმა ჩამოაყალიბა საკონსულტაციო ჯგუფი ციფრული ევროს პოტენციური განვითარებისა და დანერგვისთვის. 

ფინანსურ საკითხების ევროკომისარმა ეირიდ მაკგინესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი CBDC-ის შესახებ კანონპროექტს 2023 წლის დასაწყისში განიხილავს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.