Jump to content

ჩიპების დეფიციტი შემცირდება 2024 წელს სილიკონის ფირფიტების ახალი საწარმოების გახსნის შედეგად


Recommended Posts

ინდუსტრიის ექსპერტების აზრით ჩიპების მიწოდების პრობლემა შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი სილიკონის საწარმო ქარხნები შემოვა. როგორც Volkswagen-მა ივარაუდა, დეფიციტი 2024 წლამდე შენარჩუნდება - ამ პროგნოზს სხვა კომპანიებიც იზიარებენ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: fabersam/pixabay.com 

კვლევითი კომპანია Techcet გაფრთხილებას იძლევა, რომ ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ სილიკონებზე მოთხოვნა შეთავაზებაზე მაღალი იქნება 2023 წლამდე. კერძოდ, გამოწვეული იქნება გარკვეული ტიპის ნახევრადგამტარების და/ან ფასების ზრდა. სხვა სიტყვებით, დეფიციტი უკავშირდება არა მხოლოდ ნახევრადგამტარი კომპონენტების სიმცირე, არამედ თავად ფირფიტების ნაკლებობა. 

Techcet-ის მონაცემებით მომწოდებლები უკვე ითხოვენ უფრო მაღალ ფასებს კონტრაქტების მიხედვით, კერძოდ, ახალ ქარხნებში ინვესტიციების გადახდის მიზნით. გარდა ამისა, უახლოეს დროში გაიზრდება ენერგიისა და ნედლეულის ღირებულება. პრობლემა ნაწილობრივ შემსუბუქდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი ქარხნები შეძლებენ ინდუსტრიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სილიკონის ფირფიტებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნა ჯერ კიდევ 2020 წელს, მაგრამ მხოლოდ ბოლო თვეებში დააანონსეს მომწოდებლებმა ახალი ქარხნების მშენებლობა. საწარმოების აშენებასა და ექსპლუატაციაში შესვლას კი დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.  

ამ სიტუაციაში მთავარი გამარჯვებულები იქნებიან მხოლოდ თავად ფირფიტების მწარმოებლები. მოსალოდნელია, რომ ისინი გამოიმუშავებენ 15.5 მლრდ აშშ დოლარ წელს, რაც 14.8%-ით მეტია გასულ  წელთან შედარებით - ეს არის ორნიშნა ზრდა, რაც არ დაფიქსირებულა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ახალი ქარხნების აშენების ალტერნატივა შეიძლება იყოს ძველი ქარხნების მოდერნიზაცია, მაგრამ მათი წარმოების სიმძლავრე არავითარ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

მიმდინარე კვირაში საწარმოო კონსორციუმმა SEMI-მ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მწარმოებლები გააფართოვებენ 200-მილიმეტრიანი ფირფიტების წარმოებას დეფიციტთან ბრძოლის მიზნით. წარმოების მოცულობა ყოველთვიურად გაიზრდება 6.9 მილიონ ფირფიტამდე 2024 წლისთვის. SEMI-ს წარმომადგენლების მონაცემებით ფირფიტების მწარმოებლები ააწყობენ 25 ახალ, 200-მილიმეტრიანი ფირფიტების ხაზს 5 წლის განმავლობაი, რათა დაკმაყოფილდეს 5G პროდუქციაზე, მანქანებისა და ინტერნეტ-ნივთების წარმოებაზე არსებული მოთხოვნა. გაიზრდება 300-მილიმეტრიანი ფირფიტების წარმოების მოცულობაც. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.