Jump to content

Nasdaq: გამოკითხული ფინანსური მრჩევლების 72% მხარს უჭერს ინვესტიციებს სპოტ კრიპტო-ETF-ში


Recommended Posts

image.png 

Nasdaq-ის მიერ გამოკითხული ხუთასი ფინანსური მრჩევლის 71% დიდი ალბათობით ჩადებდა სამომხმარებლო თანხას კრიპტოვალუტებში შესაბამის სპოტ ETF-პროდუქტზე წვდომის არსებობის პირობებში. 

26 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივების მქონე მრჩევლების გამოკითხვა ჩაატარა კომპანია 8 Acre Perspective-მა Nasdaq-ის სახელით. 

კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 38% არის დარწმუნებული, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დაამტკიცებს სპოტ კრიპტო ETF-ს 2022 წელს. გამოკითხულთა 31% ასეთ შედეგს ნაკლებად სავარაუდო მიიჩნევს. 

„ჩვენ მიერ გამოკითხული მრჩევლების დიდი უმრავლესობა გეგმავს ან დაიწყოს კრიპტოვალუტისთვის თანხების გამოყოფა, ან გაზარდოს არსებული განაწილება“, - განაცხადა Nasdaq-ის ციფრული აქტივების ინდექსების კვლევის ხელმძღვანელმა ჯეიკ რაპაპორტმა. 

იმ მრჩეველების 86%, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ციფრულ აქტივებში, აპირებს გაზარდოს კრიპტოვალუტის წილის პორტფოლიოში მომდევნო 12 თვის განმავლობაში. შემცირების გეგმების შესახებ არავი უთქვამს. ამავე ჯგუფიდან გამოკითხულთა 50% უკვე იყენებს  Bitcoin ფიუჩერსების ETF-ებს, ხოლო 28% გეგმავს გამოყენებას. 

კვლევის მიხედვით ათი მრჩევლიდან მხოლოდ ოთხმა განიხილა ინვესტიცია ცალკეულ კრიპტოვალუტებში. 

SEC-ს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია არც ერთი განაცხადი სპოტ Bitcoin-ETF-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამავე დროს სააგენტომ დაუშვა პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსების ბაზაზე VanEck-ის, Valkyrie Investments-ისა და ProShares-ის მიერ ბირჟის ფონდების ამოქმედება. 

2022 წლის თებერვალში კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა სიტუაცია ახსნა სააგენტოების მიერ მიღებული განაცხადების შეუსაბამობით ფასიანი ქაღალდების თაღლითური ან მანიპულაციური პრაქტიკის აღმკვეთ კანონთან. 

Grayscale Investments-მა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა Bitcoin-ტრასტის ETF-დ გარდაქმნა. კომპანიამ შესაბამისი განაცხადი მარეგულირებელს გაუგზავნა 2021 წლის ოქტომბერში. 2022 წლის თებერვალში SEC-მა გადაწყვეტილების მიღება გადადო. 

კომპანია დაუშვა, რომ კომისიამ დაარღვია კანონი Bitcoin-ის ფიუჩერსების ETF-ების დამტკიცებისას და გამოაცხადა მზადყოფნა უჩივლოს სააგენტოს GBTC-ის ETF-ად გადაქცევაზე უარის თქმის შემთხვევაში. 

Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით SEC სპოტ Bitcoin-ETF-ს 2023 წლის შუა რიცხვებში დაამტკიცებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.