Magdalena Posted April 13, 2022 Share Posted April 13, 2022 ციფრული ოქროსა და კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს 2023 წლის ზაფხულამდე. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Galaxy Digital-ის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეისონ ურბანმა. ამ მოვლენის მამოძრავებელ ძალებს შორის ტოპ-მენეჯერმა დაასახელა ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების შემდგომი მიღება. „წლის დაწყებისას შესაძლებელი იყო მეთქვა, რომ ვვარაუდობ Bitcoin-ის ფასად 100 ათას აშშ დოლარს, Ethereum-ისას კი - 6500-დან 7000-მდე აშშ დოლარის ფარგლებში. მივიჩნევ თუ არა, რომ ამ გზაზე კრიპტოვალუტებს წინაღობა შეხვდებათ? პოტენციურად კი. ექნება ამას მნიშვნელობა? - არა! წლის ბოლოს თუ არა, 2023 წლის პირველ ან მეორე კვარტალში ეს მოხდება. ვხედავ ინვესტორების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთა წყალობით ბაზრის აღმასვლა გაგრძელდება“ - განმარტა ურბანმა. Galaxy Digital-ის წარმომადგენელმა დაუშვა, რომ დროთა განმავლობაში Ethereum Bitcoin-ს უკან ჩამოიტოვებს კაპიტალიზაციის სიდიდით. „ინვესტორებმა დაიწყეს სმარტ-კონტრაქტების ძალის გაცნობიერება. Ethereum - ეს არის, ის, რაც საჭიროა ახალი იდეებისთვის. ეს არის სპილენძი, Bitcoin კი - ციფრული ოქრო“ - განაცხადა მან. ტოპ-მენეჯერის აზრით, პროცესს შესაძლოა დრო დასჭირდეს. ურბანს ეჭვი ეპარება, რომ ლიდერის ცვლილება შეიძლება უახლოეს ორ-სამ წელში მოხდეს, თუმცა მან მსგავსი სცენარი არ გამორიცხა. შეგახსენებთ, ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელ არტურ ჰეიესის პროგნოზით მოხდება Ethereum-ის ზრდა 10 ათას აშშ დოლარს ზემოთ მიმდინარე წლის ბოლოსთვის. ადრე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი კვლავ გაიზრდება, როგორც კი ფედერალური სარეზერვო სისტემა პაუზას აიღებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საკითხში. https://tinyurl.com/39ty5a94 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.