Magdalena Posted April 12, 2022 Share Posted April 12, 2022 პორტალ Videocardz-მა გააზიარა მძლავრ ოვერქლოქერულ გრაფიკულ ამაჩქარებელ EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin-ის PCB-ის ფოტო. დაფა არ არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლებისთვის და შექმნილია ერთი მიზნით - დაამყაროს გრაფიკული წარმადობის ახალი რეკორდები. ფოტოს წყარო: EVGA ისევე, როგორც Galax GeForce RTX 3090 Ti HOF OC Lab Edition-ის შემთხვევაში, EVGA-ს ამაჩქარებელს აქვს GPU-ისა და მეხსიერების კვების 28+4-ფაზიანი ქვესისტემა, აგრეთვე ორი 12+4-პინიანი PCIe 5.0 კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 600 ვატის მიწოდება. ამრიგად, თეორიულად ვიდეო დაფას შეუძლია 1200 ვატამდე ენერგიის „გადამუშავება“. თუმცა ცხადია, BIOS-ის პარამეტრები TDP-ის დონეს ამ მაჩვენებელს უფრო ქვედა დონემდე შეზღუდავს. ფოტოს წყარო: BisoBiso EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin აღჭურველია ძალიან მძლავრი თხევადი გაგრილების ჰიბრიდული სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედის 360-მილიმეტრიანი რადიატორი სამი ქულერით. დამატებითი ქულერია განთავსებული თავად ვიდეო დაფაზე. ახალი დაფის გამორჩეული მახასიათებელია OLED-დისპლეი მბრუნავი მექანიზმით. მასზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ. ფოტოს წყარო: EVGA გრაფიკული ამაჩქარებლის ფასსა და გაყიდვების დაწყების თარიღს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცხადია, ეს დაფა იქნება ბაზარზე არსებული GeForce RTX 3090 Ti-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია. https://tinyurl.com/2t2msyr7 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 12, 2022 Share Posted April 12, 2022 2.5K-ს ფარგლებში ეღირება ჩემი აზრით, შეიძლება 2.7-2.8-ც კი დაადონ თავიდან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted April 12, 2022 Share Posted April 12, 2022 მეზიზღება რა ასეთი უსამართლობა. სპეციალურად მაზაფაქა ვერსიას აკეთებენ რეკორდებისთვის სადაც ჩვეულებრივი კარტებით მართლა სწორი რაზგონის, გაგრილების და ბევრი სხვა მანიპულაციების შედეგადაც კი არ აქვს შანსი რიგითი ოვერქლოქერს. რა სიგიჟეებს აქვს ადგილი რა 12+4 პინი თან ორიცალიო. მოდი მართლა იიიდი ნახვამდის კარტა კი არა აგრეგატია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.