Jump to content

EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin წარმოდგენილია 28-ფაზიანი VRM ქვესისტემით და ორი 12+4-პინიანი კვების კონექტორით


Recommended Posts

პორტალ Videocardz-მა გააზიარა მძლავრ ოვერქლოქერულ გრაფიკულ ამაჩქარებელ EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin-ის PCB-ის ფოტო. დაფა არ არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლებისთვის და შექმნილია ერთი მიზნით - დაამყაროს გრაფიკული წარმადობის ახალი რეკორდები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: EVGA 

ისევე, როგორც Galax GeForce RTX 3090 Ti HOF OC Lab Edition-ის შემთხვევაში, EVGA-ს ამაჩქარებელს აქვს GPU-ისა და მეხსიერების კვების 28+4-ფაზიანი ქვესისტემა, აგრეთვე ორი 12+4-პინიანი PCIe 5.0 კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 600 ვატის მიწოდება. ამრიგად, თეორიულად ვიდეო დაფას შეუძლია 1200 ვატამდე ენერგიის „გადამუშავება“. თუმცა ცხადია, BIOS-ის პარამეტრები TDP-ის დონეს ამ მაჩვენებელს უფრო ქვედა დონემდე შეზღუდავს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: BisoBiso 

EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin აღჭურველია ძალიან მძლავრი თხევადი გაგრილების ჰიბრიდული სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედის 360-მილიმეტრიანი რადიატორი სამი ქულერით. დამატებითი ქულერია განთავსებული თავად ვიდეო დაფაზე. ახალი დაფის გამორჩეული მახასიათებელია OLED-დისპლეი მბრუნავი მექანიზმით. მასზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: EVGA 

გრაფიკული ამაჩქარებლის ფასსა და გაყიდვების დაწყების თარიღს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცხადია, ეს დაფა იქნება ბაზარზე არსებული GeForce RTX 3090 Ti-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

2.5K-ს ფარგლებში ეღირება ჩემი აზრით, შეიძლება 2.7-2.8-ც კი დაადონ თავიდან :D 

Link to comment
Share on other sites

მეზიზღება რა ასეთი უსამართლობა. სპეციალურად მაზაფაქა ვერსიას აკეთებენ რეკორდებისთვის სადაც ჩვეულებრივი კარტებით მართლა სწორი რაზგონის, გაგრილების და ბევრი სხვა მანიპულაციების შედეგადაც კი არ აქვს შანსი  რიგითი ოვერქლოქერს. რა სიგიჟეებს აქვს ადგილი რა 12+4 პინი თან ორიცალიო. მოდი მართლა იიიდი ნახვამდის :D კარტა კი არა აგრეგატია.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.