Jump to content

Radeon RX 7700 იქნება Radeon RX 6900 ХТ-ზე უფრო სწრაფი, ექნება TDP-ის დონე 200 ვატი და ფასი 500 აშშ დოლარამდე


Recommended Posts

ბევრი ელოდა, რომ AMD ვიდეოდაფების ბაზარზე NVIDIA-ს წილის რამდენიმე პროცენტს წაართმევდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამოვიდოდა ფლაგმანური დაფა, რომელიც ყველაზე სწრაფ მოდელებს გაუწევდა კონკურენციას. ზოგი ოცნება სრულდება - Radeon RX 6900 ХТ მართლაც სწრაფია, თუმცა GeForce RTX 3090 დაფის უკან ჩამოტოვება ვერ მოახერხა. საბაზრო წილთან მიმართებაში კი ვითარება ჯერ კიდევ ცუდადაა AMD-სთვის, რადგან საწარმოო სიმძავრეებზე შეზღუდული წვდომის პირობებში მას მოუწია გახლეჩილიყო პროცესორების ბიზნესს, გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და ვიდეო დაფების წარმოებას შორის. 

image.png 

ამჯერადაც ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გველოდება მძლავრი სიახლე და ბაზარს გააჯერებს ისტორიაში ყველა სწრაფი და ეფექტური ვიდეო დაფები.  

RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული ჩიპები დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იმ დროს, როდესაც სხვები - 6-ნანომეტრიანი ნორმებით. საუბარია, რა თქმა უნდა, ტაივანურ TSMC-ზე. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ჩიპი Navi 33, რომელიც უნდა გახდეს საშუალო ფასის დიაპაზონის ვიდეო დაფების საფუძველი. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ჩიპზე დამყარებული ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა იქნება Radeon RX 7700, რომელიც ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც Radeon RX 6900 ХТ, თუმცა უფრო მომგებიანი აღმოჩნდება წარმოების თვალსაზრისით. 

image.png 

Radeon RX 7700 დამზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და ექნება 460 კვადრატული მილიმეტრის ფართობის მქონე კრისტალი (Radeon RX 6900 ХТ დაფის მაჩვენებელი 520 მმ2-ია), ამასთან Navi 33-ს ექნება 4096-მდე შეიდერ-ბირთვი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ Navi 23-ს, რომელიც დღეს Radeon RX 6600 სერიის წარმოებაში გამოიყენება, მხოლოდ 2048 შეიდერ-ბირთვი აქვს. გამოდის, რომ საშუალო ფასის დიაპაზონის პირობებშ შესაძლებელი გახდება ძირითადი მაჩვენებლების გაზრდა კრისტალის ფართობის გაზრდის საჭიროების გარეშე. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Radeon RX 7700 იქნება არა მხოლოდ Radeon RX 6700-ზე უფრო სწრაფი, არამედ მიაღწევს ამჟამინდელ ფლაგმან Radeon RX 6900 ХТ-მდე. უცნობია, როგორ მოახერხებენ AMD-ის ინჟინრები 7-ნანომეტრიანიდან 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას არქიტექტურული მახასიათებლების ასე გაუმჯობესებას. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. 

image.png 

მიიჩნევა, რომ Navi 33-ს ექნება 256 მბ-მდე Infinity Cache, ვიდეომეხსიერების მოცულობა კი 8 გბ-მდე შემცირდება, რაც შეამცირებს ენერგმოხმარებას მიმდინარე თაობის ფლაგმანებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ჩიპი ცივი იქნება, პოტენციურ მომხმარებლებს კი მოეწონებათ  მისი ფასი (500 აშშ დოლარამდე). Radeon RX 7600 სერიას რაც შეეხება, არსებობს ცნობები 230 ვატამდე ენერგომოხმარებისა და მეხუთე თაობის PCIe სტანდარტის  (PCIe 5.0х8) მხარდაჭერის შესახებ. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კომპანიას საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს NVIDIA Ada Lovelace სერია არა მხოლოდ სუფთა წარმადობის, არამედ ფასის მხრივაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოცემული ცნობები ინსაიდერულია და არ არის ოფიციალურად დადასტურებული. 

image.png

  • Like 1
  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.