Jump to content

MicroBT-მა წარადგინა ახალი სერიის Bitcoin-მაინერები Whatsminer M50


Recommended Posts

image.png 

კომპანია MicroBT-მ მაიამიში გამართულ კონფერენცია Bitcoin 2022-ზე წარადგინა Whatsminer M50  სერიის Bitcoin-ის ASIC-მაინერები 

მოწყობილობები - M50S, M50 და M53 - აღჭურვილია Samsung Corporation-ის 5-ნანომეტრიანი ჩიპებით. განცხადების თანახმად მათი ეფექტურობა 15%-ით აღემატება წინა M30 სერიის მაინერების ეფექტურობას, რომლებიც კომპანიამ 2020 წელს გამოუშვა. 

ხალი მოდელების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, თვეში გამოვა 30 ათასი ერთეული. მაინერები შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია. 

ჰაერით გაგრილების სისტემის მქონე ფლაგმანური მოდელი Whatsminer M50S უზრუნველყოფს 126 TH/s ჰეშრეითს 26 J/TH ენერგოეფექტურობის პირობებში (მოხმარებული სიმძლავრე 3276 ვატია). 

image.png 

წყარო: MicroBT. 

Whatsminer M50 მოდელის მაჩვენებლებია 114 TH/s და 29 J/TH, შესაბამისად. 

M53 მოდელს თხევადი გაგრილების სისტემა აქვს. Bitcoin-მაინერის ჰეშრეითი შეადგენს 240 TH/s-ს 29 J/TH ენერგომოხმარების პირობებში. 

image.png 

წყარო: MicroBT. 

2020 წლის სექტემბერში საწარმოო ჟურნალისტმა კოლინ ვუმ დააანონსა MicroBT-ის მიერ M50 სერიის გამოშვება. მისი ცნობების თანახმად კომპანია აპირებდა მაინერებში კვლავ Samsung-ის 8-ნანომეტრიანი ჩიპების გამოყენებას, თუმცა დაახლოებით 30 J/TH ენერგოეფექტურობა Bitmain-ის მოწყობილობის მაჩვენებელზე მაღალი იქნებოდა. 

იმ დროს ბაზრის ლიდერი იყენებდა TSCM-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებულ პროცესორებს. 2021 წლის ნოემბერში Bitmain-მა პირველად წარადგინა მოდელი, რომელიც დაფუძნებული იყო 5-ნანომეტრიან ჩიპებზე - Antminer S19 XP. 

2022 წლის მარტში კომპანიამ წარადგინა თხევადი გაგრილების სისტემის მქონე Antminer S19 XP Hyd. მოწყობილობა უზრუნველყოფს 255 TH/წმ ჰეშრეითს ეფექტურობით 20.8 J/TH. 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ამერიკულმა კორპორაცია Intel-მა წარადგინა თავისი პირველი ჩიპი Bitcoin-ის მაინინგისთვის. Bonanza Mine-ზე დაფუძნებული პროტოტიპის მახასიათებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებ Bitmain-ისა და MicroBT-ის ფლაგმანებს. 

მარტში Intel-მა დააანონსა მაინინგ ჩიპის მეორე თაობის გამოშვება. განცხადების თანახმად Blockscale უზრუნველყოფს დაახლოებით 26 J/TH ენერგოეფექტურობას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.