Jump to content

Steam-მა გამოაქვეყნა 2022 წლის მარტში გამოყენებული CPU-ებისა და GPU-ების სტატისტიკა


Recommended Posts

Steam-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მარტში გამოყენებული ცენტრალური პროცესორებისა და გრაფიკული ამაჩქარებლების სტატისტიკა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა გამოყენებული CPU-ების სტატისტიკაში, რადგანაც ექვსბირთვიანმა ჩიპებმა პირველად დაიკავა ლიდერის პოზიცია, ოთხბირთვიანმა პროცესორებმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე, Nvidia GeForce RTX 2060 ცდილობს გრაფიკული ადაპტერების მწვერვალის დაპყრობას - ვიდეო დაფამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 

image.jpeg 

Steam Hardware Survey-ის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ პოპულარულ პლატფორმაზე უფრო მეტი გეიმერია წარმოდგენილი ექვსბირთვიანი პროცესორებით, ვიდრე ოთხბირთვიანი პროცესორების მფლობელები. უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ექვსი ან მეტი ფიზიკური ბირთვის მქონე პროცესორები შეადგენენ მომხმარებლის ბაზის 34.22%-ს, ხოლო მომხმარებელთა 33.74% სარგებლობს ოთხი ფიზიკური ბირთვის მქონე კომპიუტერებით. 

image.png 

ექვსბირთვიანი პროცესორების წილის ზრდა საკმაოდ სწრაფია. არქივების მიხედვით ადრე დომინირებდა ოთხბირთვიანი ჩიპები, რომლებზეც Steam-ის მომხმარებელთა 41.61%-იანი  წილი მოდიოდა. 

მონაცემები ასევე მიუთითებს რვა ბირთვიანი პროცესორების რაოდენობის სტაბილურ ზრდაზე ექვს ან მეტბირთვიანი პროცესორების წილი მართლაც კარგად გაიზარდა (გარდა უჩვეულო კონფიგურაციებისა, როგორიცაა 1.3- ან 5-ბირთვიანი პროცესორები). 

დაახლოებით ერთი თვის წინ Nvidia GeForce GTX 1060 ყველაზე პოპულარული გრაფიკული დაფა იყო Steam-ის მომხმარებლებს შორის. 2022 წლის დასაწყისში მას რამდენიმე პროცენტი დაემატა. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ GPU მოთხოვნადი გახდა მეორად ბაზარზე. მარტში ამ მოდელის წილი კვლავ გაიზარდა და შეინარჩუნა ლიდერობა ბაზარზე 8.18%-იანი წილით. 

image.jpeg 

რატომ ვერ დაიკავა GeForce RTX 2060-მა პირველი ადგილი მას შემდეგ, რაც Nvidia გულმოდგინედ მოამზადა იგი, როგორც GTX 1060-ის მემკვიდრე? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, მდგომარეობს ნახევარგამტარი კომპონენტების დეფიციტის, Covid-19-ის, სკალპინგისა და კრიპტო მაინინგის ერთობლიობაში - ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში გრაფიკული ადაპტერები სათანადოდ ვერ მოხვდა გეიმერების ხელში. 

მარტში RTX 2060 მეოთხედან მესამე ადგილზე გადავიდა და უკან მოიტოვა GeForce GTX 1050 Ti. რთულია თქმა, ავა თუ არა ოდესმე RTX 2060 პირველ ადგილზე. Turing არქიტექტურაზე დამყარებული ეს ვიდეო დაფა ლიდერს დაახლოებით 2.5%-ით ჩამორჩება. Ampere GeForce RTX 3060-მა მეშვიდე ადგილი დაიკავა, ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა მისი წილი, ვიდრე RTX 2060 დაფისა მარტში. ასე რომ, დიდი ალბათობით, ახალი ლიდერი გახდება არა მოძველებული 2060, არამედ ახალი RTX 4060. 

სევე არსებობს დამაიმედებელი ნიშნები, რომ ვიდეო დაფები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, მალე ლიდერის პოზიციას უფრო ახალი მოდელი დაიკავებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.