Jump to content

ZOTAC-მა წარადგინა GeForce RTX 3090 Ti PGF OC, რომელიც დედა დაფაზე ოთხ სლოტს იკავებს


Recommended Posts

ZOTAC-მა გამოუშვა ახალ ფლაგმან Nvidia RTX 3090 Ti-ს ორი მოდელი: AMP Extreme HoLo, რომელიც პროფილურ მედიას გაეგზავნა მიმოხილვებისთვის და მოდელი PGF OC სრულიად ინდივიდუალური დიზაინით, რომელიც მხოლოდ ჩინელი მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. PGF სერია მსოფლიო ბაზარზე არ გამოსულა, თუმცა საკმაოდ საინტერესოა და ბევრი გეიმერი ისურვებდა მისი დეტალების ცოდნას, რადგანაც გვთავაზობს საუკეთესო წარმადობას ZOTAC-ის ყველა ხაზის წარმომადგენლებს შორის. 

image.png 

GeForce RTX 3090 Ti PGF OC მოდელის მახასიათებლები AMP Extreme სერიის ვიდეო დაფების იდენტურია. მასაც აქვს 1890 მჰც ტაქტის სიხშირე და 450 ვატი TDP-ის დონე. მიმოხილვების თანახმად AMP მოდელი შესაძლოა მოდიფიცირებული იყოს 495 ვატ სიმძლავრემდე აჩქარების მეშვეობით. სამწუხაროდ, PGF ვარიანტის მაქსიმალური სიმძლავრე კომპანია ZOTAC-ს არ გამოუქვეყნებია. 

image.png 

ის, რაც ზემოხსენებული ორი სერიის ვიდეო დაფებს განასხვავებს, არის დაფების ზომა. AMP სისტემურ ბლოკში 3.5 სლოტს იკავებს, PGF-ის ოფიციალური ფორმატი 4 სლოტია - 7.3 სმ. ამ დროისთვის იგი შეიძლება ჩაითვალოს ბაზარზე გამოსული RTX 3090 Ti დაფის ყველაზე მსხვილი ვარიანტად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაფა 5 სანტიმეტრით მოკლეა და თითქმის 1 სმ-ით ვიწრო AMP-მოდელთან შედარებით. 

image.png 

GeForce RTX 3090 Ti PGF OC-ს აქვს გაგრილების სისტემა Ice Storm სამი ქულერით. დაფის გარსსა და უკანა პანელზე წარმოდგენილია შუქდიოდური ARGB განათება. დაფას გააჩნია სპეციალური სამაგრი და კვების ადაპტერი 3×8 pin 16 pin-ზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.