Jump to content

AMD-მ გამოაქვეყნა Intel Arc A370M-ისა და Radeon RX 6500M-ის ტესტები


Recommended Posts

ბევრს აინტერესებს Intel Arc Alchemist სერიის ვიდეო დაფების რეალური წარმადობა, აგრეთვე მათი შედარება კონკურენტებთან. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის Intel-ის ახალი დაფების დამოუკიებელი მიმოხილვები, თუმცა AMD-მ უკვე გააზიარა ტესტების საკუთარი შედეგები, რომლებშიც მოხდა Intel Arc A370M-ის შედარება AMD-ის საბაზისო დონის მობილურ გრაფიკულ პროცესორთან. შეგახსენებთ, რომ Intel Arc A370M არის Intel Arc Alchemist სერიის ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი ვერსიის ვიდეო დაფა. 

image.jpeg 

AMD Radeon Technology Team-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სლაიდი Twitter-ის გვერდზე, რომელიც შედარებულია Radeon RX 6500M 4GB GPU-წარმადობა Intel Arc A370M 4GB GPU-სთან ხუთ AAA თამაშში. AMD-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე დაყრდნობით Radeon RX 6500M აღემატება Arc A370M-ს 27-114%-ით 1920x1080 გაფართოებაზე საშუალო ხარისხის პარამეტრებში. ამავე დროს Intel Arc A370M-ს შეუძლია 60 fps-ზე მეტი წარმადობის უზრუნველყოფა ნებისმიერ შემთხვევაში. 

image.png 

ორი საბაზისო დონის მობილური გრაფიკული ბარათის წარმადობის შესადარებლად AMD-მ გამოიყენა ხუთი თამაში: Hitman 3, Total War Saga: Troy, F1 2021, Strange Brigade და Final Fantasy XIV. გამოყენებული ხუთი თამაშიდან სამი დაფინანსებული იყო AMD-ის მიერ (კომპანია დაეხმარა მათ განვითარებასა და პოპულარიზაციას), Hitman 3 მხარდაჭერილი იყო Intel-ის მიერ, ხოლო Final Fantasy XIV არის თამაში, რომელიცა მხარდაჭერილია Nvidia-ს მიერ. 

შედარებამ აჩვენა, რომ Intel Arc A370M შესაძლოა უფრო ნელი იყოს, ვიდრე Nvidia GeForce GTX 1050 Ti დაფა 3DMark-ზე. 

Intel Arc A370M გრაფიკული პროცესორის მქონე ლეპტოპები უკვე ხელმისაწვდომია ზოგიერთ საცალო სავაჭრო ადგილზე, ამიტომ AMD-ს არ გასჭირვებია ერთ-ერთი ასეთი ლეპტოპის შეძენა. სამწუხაროდ AMD-ს არ გაუზიარებია გამოყენებული მოწყობილობის მახასიათებლები, არც დაკავშირებული Arc A370M და Radeon RX 6500M დაფების ენერგომოხმარების დონე. AMD-ს ასევე არ დაუკონკრეტებია რომელი ვერსიის თამაშები და დრავერები გამოიყენა, რაც ხშირად იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აღჭურვილობის მახასიათებლები. 

მოწყობილობების მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი წარმადობის მაჩვენებლები, როგორც წესი, ზუსტია, თუმცა შესაძლებელია ამ მაჩვენებლებით მანიპულირება და, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაშ შევიდეს, რადგან კომპანიები აშკარად ცდილობენ თავიანთი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ, პარალელურად კი კონკურენტების სისუსტეებს გაუსვან ხაზი. სწორი იქნება, დაველოდოთ დამოუკიდებელ მიმოხილვებს, რათა ახალი მოწყობილობების შესახებ მივიღოთ გადაწყვეტილება.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.