Jump to content

შედგა Black Shark 5 სერიის სმარტფონების ოფიციალური წარდგენა


Recommended Posts

Xiaomi-ს გეიმინგ განყოფილებამ დააანონსა სმარტფონები Black Shark 5, 5 Pro და 5 RS. სამივე მოდელში შენარჩუნებულია საფირმო დიზაინი, მოწყობილობებს აქვთ მძლავრი Snapdragon ჩიპები გაგრილებით, 144-ჰერციანი დისპლეები, აგრეთვე 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Black Shark 5 Pro. ფოტოს წყარო: blackshark.com/cn 

ყველაზე საინტერესო დისპლეი აქვს ტოპ ვერსია Black Shark 5 Pro-ს - ეს არის 6.67-დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით 2400×1080 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 60/90/120/144 ჰერცი, მხარდაჭერილია HDR10+ და SGS სერტიფიკატი. Black Shark 5 და Black Shark 5 RS მოდელებს აქვთ შედარებით უბრალო დისპლეი Samsung E4 AMOLED, ხოლო ზომა, გაფართოება და კადრის განახლების სიხშირე უფროსი მოდელის იდენტურია. 

image.jpeg 

Black Shark 5 Pro 

სმარტფონი Black Shark 5 Pro მუშაობს პროცესორ Snapdragon 8 Gen1-ზე, აქვს LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, მუდმივი მეხსიერების ფუნქციას კი ასრულებს მაღალი წარმადობის ჰიბრიდული ქვესისტემა UFS 3.1 + SSD. ასეთივე სისტემაა გამოყენებული Black Shark 5 RS მოდელში, რომელსაც აქვს LPDDR5 მეხსიერება და პროცესორი Snapdragon 888 (8+256 გბ კონფიგურაციაში) ან Snapdragon 888+ (12+256 გბ ვერსიაში). Black Shark 5 წარმოდგენილია ჩიპით Snapdragon 870, LPDDR5 მეხსიერებითა და UFS 3.1 მონაცემთა სანახი სივრცით. 

image.jpeg 

Black Shark 5 

მაღალი წარმადობის Black Shark 5 Pro და RS მოდელებს თხევადი გაგრილების სისტემა აქვთ - ორი კომპონენტი განთავსებულია დედა დაფის ორივე მხარეს, ჯამური ფართობია 5320 მმ², მაქსიმალური ეფექტურობა კი უზრუნველყოფილია სპილენძის ბლოკის პირდაპირი კონტაქტით. სმარტფონის სამივე ვერსიაში მხარდაჭერილია 120-ვატიანი დამუხტვა; Black Shark 5 RS მოდელის ბატარეის მოცულობაა 4500 მა/სთ, Black Shark 5/Pro-ს კი აქვს 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა. 

image.jpeg 

Black Shark 5 

Black Shark 5 Pro-ს უკანა პანელზე განთავსებულია ამი კამერა: ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი კამერა მაკროგადაღებისთვის, ასევე ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. Black Shark 5-ის შემთხვევაში კამერების კონფიგურაციაა  64/13/2-მეგაპიქსელიანი მოდულები უკანა პანელზე და 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, Black Shark 5 RS სმარტფონს კი აქვს 64/8/5 მპ უკანა კამერები და 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. 

image.jpeg 

Black Shark 5 RS 

სმარტფონები განსხვავდება ფერებითაც: Black Shark 5 Pro შემოთავაზებულია შემდეგ ვარიანტებად: meteorite black (შავი), changing white (თეთრი) და China Aerospace; Black Shark 5 გამოვა შემდეგ ვერსიებად: dark universe black (შავი), dawn white (თეთრი), exploration gray (ნაცრისფერი) და China Aerospace; Black Shark 5 RS-ის ფერებია skydome black (შავი) და flare star yellow (ყვითელი). 

და ბოლოს ფასები: Black Shark 5 Pro ხელმისაწვდომია 8+256, 12+256 და 16+512 გბ კონფიგურაციებში და ღირს 660, 739 და 864 აშშ დოლარი, შესაბამისად. აგრეთვე გამოვა სპეციალური ვერსია China Space Edition Supreme Package, რომლის ფასი იქნება 943 აშშ დოლარი; Black Shark 5-ის ყიდვა შესაძლებელია 8+128, 12+128 და 12+256 გბ ვერსიებად, რომელთა ღირებულებაა 440, 471 და 518 აშშ დოლარი, მისი სპეციალური გამოშვება China Aerospace-ის ფასი კი 550 აშშ დოლარია. და ბოლოს, Black Shark RS გამოვა 8+256 გბ ვერსიაში ჩიპით Snapdragon 888 - მისი ფასი შეადგენს 518 აშშ დოლარს, ხოლო 12+256 გბ ვერსია ჩიპით Snapdragon 888+ შეფასებულია 597 აშშ დოლარად. ყველა მოდელი უკვე გაყიდვაშია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.