Jump to content

Biostar-მა წარადგინა რვა Radeon RX 6600 ვიდეო დაფის ბაზაზე აგებული მაინინგ-სისტემა


Recommended Posts

Biostar-მა დააანონსა ახალი iMiner 660MX8D2 რვა Radeon RX 6600 ვიდეო დაფით. კომპანია საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს კრიპტოვალუტების მაინინგში. მომწოდებელი გვთავაზობს ყველაფერს: მაინინგზე ორიენტირებულ დედა დაფებს, სრულფასოვან მოწყობილობებს მაინინგისთვის plug-and-play მხარდაჭერით. Biostar ადრე იყენებდა AMD-ის გრაფიკულ ბარათებს Polaris-ის ბაზაზე, მაგალითად Radeon RX 580-სა და RX 570-ს. ამჯერად კომპანიამ iMiner 660MX8D2-ისთვის აირჩია RDNA 2, კონკრეტულად კი - Radeon RX 6600M. 

image.png 

როგორც აღვნიშნეთ, iMiner 660MX8D2-ში გამოყენებულია რვა გრაფიკული დაფა Radeon RX 6600M - Radeon RX 6600 დაფის მობილური ვარიანტი. Radeon RX 6600 და RX 6600M დაფებში მოცემულია ერთი და იგივე ჩიპი Navi 23 შეიდერების იდენტური რაოდენობით, ერთადერთი სხვაობა ტაქტის სიხშირეებშია. ამიტომ Biostar-მა, დიდი ალბათობით მობილური ვერსიების პროფილი დესკტოპად შეცვალა. თუმცა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და უკვე დაფიქსირდა Nvidia GeForce RTX 3060 მობილური გრაფიკული დაფის შემთხვევაში. 

Biostar-ის 8-გიგაბაიტიანი Radeon RX 6600M აღჭურვილია ორი სითბური მილის და ორი ვენტილატორის მქონე ქულერით. დაფას აქვს ერთი 8-პინიანი კვების PCIe კონექტორი, ასევე სამი DisplayPort და HDMI, რომლებიც მაინინგისთვის საჭირო არ არის. 

რვა ვიდეო დაფა Radeon RX 6600M დაყენებულია B360 ჩიპსეტის მქონე სპეციალურ დედა დაფა Biostar TB360-BTC D+-ზე, ჩიპსეტს აქვს Intel-ის ძველი, მე-8 და მე-9 თაობის პროცესორების მხარდაჭერა. iMiner 660MX8D-ში მოცემულია სუსტი, ორბირთვიანი ჩიპი Celeron G4900 ენერგომოხმარების მინიმიზაციის მიზნით, ასევე 120 გბ მოცულობის SSD მონაცემთა შენახვისთის. ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი სლოტი SO-DIMM DDR4-2666 სტანდარტის 16 გბ მეხსიერებისთვის.თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ დედა დაფაზე გათვალისწინებულია გაფართოების რვა სლოტი PCIe x16 (შვიდი PCIe 2.0 x16 x1, ერთი PCIe 3.0 x16), ამიტომ გადამყვანი დაფები საჭირო არ არის. მოწყობილობას გააჩნია 2000 ვატიანი კვების ბლოკი ვიდეო დაფებისთვის. 

Biostar-ის განცხადებით iMiner 660MX8D2 წარმოადგენს უპრობლემო სისტემას მაინინგისთვის. მისი შეძენა და გამოყენება დამწყებებსაც კი შეუძლიათ. ETH-ის ჰეშრეითი შეადგენს 248 MH/s-ს, რაც დაახლოებით 7%-ით მეტია წინა მოდელ Biostar iMiner A588x8D2-თან შედარებით, რომელსაც აქვს რვა Radeon RX 580. მაინერით მხარდაჭერილია ყველა პოპულარული კრიპტოვალუტა, მათ შორის Ethereum, Ethereum Classic, Monero, BTG და Zcash. 

iMiner 660MX8D2-ის ფასი კომპანიას არ დაუსახელებია. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.