Jump to content

AMD Ryzen 7000 Raphael პროცესორების წარმოება აპრილის ბოლოს დაიწყება


Recommended Posts

გავრცელდა ცნობები AMD-ის პროცესორების სამომავლო სერიის შესახებ. ინსაიდერ Greymon55-ის თქმით, რომელმაც ადრე AMD-ის სამომავლო სამოქმედო გეგმები აღმოაჩინა, კომპანია მომავალი Ryzen სერიის მასობრივი წარმოების დაწყებას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისისთვის აპირებს. ეს ნიშნავს, რომ Ryzen 7000 სერიის გამოსვლამდე დიდი დრო არ დარჩა. სავარაუდოდ, სამომავლო სერიას წინამორბედის ანალოგიური გრაფიკა ექნება. 

image.jpeg 

წინა სერია AMD Vermeer-ის (Zen3) მასობრივი წარმოება 2020 წლის ივლისში დაიწყო, გაყიდვაში კი ნოემბერში გამოვიდა. ტექნოლოგია 3D V-Cache-ის მქონე პროცესორები იწარმოება გასული წლის ნოემბრიდან და ოფიციალურად მომავალ თვეში გამოვა. 

იმის გათვალისწინებით, რომ Ryzen 7000 სერიას აქვს სრულიად ახალი დიზაინი, წარმოებასა და გამოშვებას შორის პერიოდი შესაძლოა 4-5 თვემდე გაიზარდო. ასეა თუ ისე, დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AMD შესაძლოა Raphael-ის გამოშვებისთვის მეოთხე კვარტლის დასაწყისში მზად იყოს. ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, რათა ახალმა სერიამ კონკურენცია გაუწიოს Intel-ის მე-13 სერიის Raptor Lake პროცესორებს. 

მოსალოდნელია, რომ AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორებს ექნება 5-ნანომეტრიან მიკროარქიტექტურა Zen4-ზე წარმოებული თექვსმეტამდე ბირთვი. არაოფიციალური ცნობებით, სერიის ყველაზე სწრაფ პროცესორს 170-ვატიანი TPD-ის დონე ექნება. 

გარდა ამისა, Zen4 პროცესორებში გამოყენებული იქნება სოკეტი LGA AM5. AMD აპირებს უზრუნველყოს ახალი პლატფორმის მრავალწლიანი მხარდაჭერა, აგრეთვე AM4 პროცესორებისთვის განკუთვნილ ქულერებთან თავსებადობა. ასევე, AMD-ის პლატფორმა პირველად მიიღებს უახლესი DDR5 და PCIe Gen5 სტანდარტების მხარდაჭერას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.