Jump to content

მარტში ევროპაში ვიდეო დაფების ფასები 25%-ით შემცირდა


Recommended Posts

3DCenter.org-ის მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით გრაფიკული ბარათების ფასებმა მიაღწია ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის დასაწყისის შემდეგ. უფრო მეტიც, მიმდინარე სიახლეები გვიჩვენებს, რომ საშუალო სარეკომენდაციო საცალო ფასი მარტის დასაწყისიდან თვის ბოლომდე 25%-ით შემცირდა. ამჟამად ასევე 25%-ით მეტია GPU-ის საშუალო ფასი სარეკომენდაციოზე. ერთი კვარტლის წინ კი გრაფიკული ადაპტერების ფასი სარეკომენდაციოს დაახლოებით 80%-ით აღემატებოდა. 

image.jpeg 

ეს მონაცემები ეხება ევროკავშირის გრაფიკული დაფების ბაზარს. მოცემულ დიაგრამაზე NVIDIA-ს ვიდეო დაფები მონიშნულია მწვანედ, AMD-ისა - წითლად. ამჟამად NVIDIA-სა და AMD-ის ფასები ერთმანეთს ემთხვევა გაძვირების დონის მიხედვით. შესაძლებელია ვარაუდი, რომ უკეთესი მიწოდების ფონზე ყველა მომწოდებელს ფასის გაზრდის ნაკლები შესაძლებლობა ექნება. მწვანე და წითელ ხაზებს შორის ყველაზე დიდი გადახრა შეინიშნა გასული წლის მაისში, როდესაც ფასები ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლებისთვის. 

image.png 

ხელმისაწვდომობის დონეები აღინიშნება ლურჯი წყვეტილი ხაზით. თუ ამ სტატისტიკას შევუთავსებთ ფასების ვარდნას, არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ გრაფიკული დაფების ყიდვის მსურველების მოთმინება დაჯილდოვდება კიდევ უფრო დაბალი ფასებით. თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ აპრილის ბოლოს შესაძლოა ვიხილოთ მწარმოებლის მიერ შეთავაზებულ საცალო ფასთან ყველაზე მიახლოებული ფასები ყველა ბრენდისა და ვიდეო დაფის მოდელზე. 

3DCenter აცხადებს, რომ ბოლო დაფიქსირებულმა ფასის ვარდნამ არ გამოიწვია მყიდველების მკვეთრი შემოდინება. საუკეთესო ფასის მოლოდინში მომხმარებლები არ ჩქარობენ მოწყობილობების ყიდვას. ითვლება, რომ ამხელა მოთმინების შემდეგ კომპიუტერის ბევრი მომხმარებელი კვლავ ელოდება კიდევ უფრო დაბალ ფასებს. გეიმერები, სავარაუდოდ, შემდეგი თაობის მოწყობილობებს ელოდებიან. 

ზოგიერთი გრაფიკული პროცესორი უკვე სარეკომენდაციო ფასზე იაფად იყიდება. მაგალითად, გასულ კვირაში AMD Radeon RX 6500 XT გერმანიაში იყიდებოდა სარეკომენდაციო ფასზე 35%-ით ნაკლებად. ზოგიერთი თვლის, რომ კონკრეტულად ეს გრაფიკული ადაპტერი ასე იაფად დაბალი წარმადობის გამო იყიდება. 

ასევე ყურადსაღებია დიაგრამაზე მოცემული ყვითელ ხაზ. იგი ხაზი გვიჩვენებს Ethereum-ის ფასს, რომელიც რჩება ყველაზე პოპულარულ არჩევნად GPU მაინერებისთვის. ვხედავთ, რომ GPU-ებისა  და ETH-ის ფასები საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული გასულ ივლისამდე. თუმცა ვითარება შეიცვალა და ამას არაერთი მიზეზი აქვს: ყველაზე აშკარაა მაინინგის სირთულის დონის მატება და შემოდგომის შემდეგ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა. ბოლო დროს კრიპტოვალუტის ფასები გაიზარდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე ეს საკმარისი არ იქნება გრაფიკული დაფები ფასების კლების იმპულსის დასაძლევად. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.