Magdalena Posted March 30, 2022 Share Posted March 30, 2022 Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა გააზიარა Apple-ის გეგმები iPad Pro სერიის ახალი პლანშეტების შესახებ. ამ გაჯეტების ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფოტოს წყარო: Apple ამჟამად ხელმისავწდომი iPad Pro სერიის პლანშეტები (ფოტოებზე) წარმოდგენილია 11- და 12.9-დუიმიანი დისპლეებით. პირველი მათგანის ეკრანის გაფართოება შეადგენს 2388 × 1668 პიქსელს, მეორეს შემთხვევაში - 2732 × 2048 პიქსელს. მოწყობილობებს საფუძლად უდევს საფირმო პროცესორი Apple M1 რვა ბირთვითა და ძრავ Neural Engine-ით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 16 გბ-ს, ფლეშ-მეხსიერებისა - 2 ტბ. როგორც ცნობილია, ახალი თაობის iPad Pro-ც წარმოდგენილი იქნება 11- და 12.9 დუიმიანი ეკრანიანი მოდელებით. გამოყენებული იქნება OLED მატრიცა. უფროს მოდელს ექნება განათება Mini LED, რომელშიც გათვალისწინებულია მიკროსკოპული შუქდიოდების მასივის გამოყენება. მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს ჩიპი Apple М2, რომელიც აერთიანებს რვა ბირთვსა და გრაფიკულ ამაჩქარებელს ცხრა ან ათი ბირთვით. წარმოების ტექნოლოგია 4-ნანომეტრიანია. სამომავლო პლანშეტებს ექნება უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა, რომლის დებიუტი შედგა iPhone 12 სერიის სმარტფონებში. მაგნიტების წყალობით უზრუნველყოფილია დამტენი მოწყობილობისა და გაჯეტის ზუსტი ურთიერთგანლაგება, რაც ენერგიის მარაგის შევსების მაქსიმალური სიჩქარის გარანტიას იძლევა. https://tinyurl.com/2mnmph8v Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.